Thumbnail

ფიბამ საქართველოში დაგეგმილი ევრობასკეტი 2021-ს ლოგო წარმოადგინა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მომავალი ევროპის ჩემპიონატი გაისად სექტემბერში ჩატარდება
  • ტურნირის 4 მასპინძელს შორის საქართველოც არის

ფიბამ ევრობასკეტი 2021-ის ოფიციალური ლოგო წარმოადგინა. შეგახსენებთ, რომ ზედიზედ მესამედ ტურნირი ოთხ ქვეყანაში ერთად ჩატარდება, ერთ-ერთი მასპინძელი კი საქართველო იქნება.

ლოგოს დიზაინი ლონდონში დაფუძნებულმა კომპანიამ TwelfthMan შეიმუშავა, სადაც მთავარი ადგილი კალათბურთის ქომაგს ეთმობა, ამასთან, სოციალური ქსელის იმ ელემენტებითაა გაჯერებული, რომელთა გარეშეც თანამედროვე სამყაროს წარმოდგენა უკვე შეუძლებელია.

“ლოგოს წარმოდგენა ევრობასკეტისთვის მზადების გზაზე მნიშვნელოვანი მომენტია. მის შემუშავებაში ოთხივე მასპინძელმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა და მიხარია, რომ ეს თანამშრომლობა შედეგიანი აღმოჩნდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თებერვალში დაგეგმილი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის უკვე მზად ვართ”, - განაცხადა ფიბას აღმასრულებელმა დირექტორმა კამილ ნოვაკმა.

შეგახსენებთ, რომ მომავალი ევრობასკეტი 2021 წლის 2-19 სექტემბერს ჩატარდება, საქართველოს გარდა კი, ჯგუფური ეტაპის მატჩებს ჩეხეთი, იტალია და გერმანია უმასპინძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები