Thumbnail
  • სანტიაგო სანტოსს თბილისურ წარუმატებლობაზე გული წყდება
  • ესპანეთის ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატი არასდროს მოუგია

ესპანეთის სარაგბო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სანტოსმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალ სეზონში გუნდის მთავარი მიზანი საქართველოს დამარცხება და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგება იქნება.

“2019 წელი ჩვენთვის ნამდვილად გამორჩეული იყო. 10-დან 9 მატჩი მოვიგეთ და მსოფლიო რაგბის რეიტინგში ჩვენთვის სარეკორდო მე-16 ადგილზე გადავედით.

ერთადერთი შეხვედრა თბილისში წავაგეთ და იქ გამარჯვებაც შეგვეძლო.

ნაკრები აღმავლობის გზას ადგას და 2020 წელს მხოლოდ უმაღლესი მიზნები გვაქვს. დროა, ქართველებს ვაჯობოთ და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგება მოვახერხოთ”.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ქართულ-ესპანური დაპირისპირება მიმდინარე წლის თებერვალში ავჭალის სტადიონზე შედგა და ქარიან ამინდში ბორჯღალოსნებმა 24:10 მოიგეს.

#GEOvESP საქართველო - ესპანეთი 22:10 / Georgia vs Spain 22:10

🇬🇪 საქართველო 24-10 ესპანეთი 🇪🇸 მატჩის ლელოები და ყველა ქულა Video Credit: პირველი არხი

Posted by Georgian Rugby on კვირა, 17 თებერვალი, 2019

იმ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების უპირატესობა აშკარა იყო და წესით, სხვაობა უფრო დიდიც უნდა ყოფილიყო, ამდენად, სანტოსმა მოგების შანსი სად დაინახა, რთული სათქმელია.

გაისად, ესპანეთისა და საქართველოს დაპირისპირება ტურნირზე უდავოდ ერთ-ერთი ცენტრალური იქნება. ეს შეხვედრა მადრიდში 9 თებერვალს არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის ჩემპიონატი 11-ჯერ აქვთ მოგებული და ამ მხრივ, რეკორდსმენები არიან, ესპანეთი კი შეჯიბრის გამარჯვებული არასდროს ყოფილა.

კომენტარები

ბოლო ამბები