Thumbnail

დღეს რაგბი ევროპის ჩემპიონატი დაიწყო - პირველ ტურში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "დინამო არენაზე" რუმინეთის გუნდს უმასპინძლა და დაამარცხა - 41:13.

საქართველო V რუმინეთი. ფოტოგალერეა

საქართველო 41:13 რუმინეთი

საქართველო 41:13 რუმინეთი

საქართველო 41:13 რუმინეთი

საქართველო 41:13 რუმინეთი

საქართველო 41:13 რუმინეთი

საქართველო 41:13 რუმინეთი

საქართველო 41:13 რუმინეთი

საქართველო 41:13 რუმინეთი

საქართველო 41:13 რუმინეთი

საქართველო 41:13 რუმინეთი

საქართველო 41:13 რუმინეთი

საქართველო 41:13 რუმინეთი

საქართველო 41:13 რუმინეთი

საქართველო 41:13 რუმინეთი

საქართველო 41:13 რუმინეთი

საქართველო 41:13 რუმინეთი

საქართველო 41:13 რუმინეთი

ანგარიში უკვე მე-7 წუთზე გაიხსნა, როცა თედო აბჟანდაძემ მარჯვენა ფლანგზე გაინავარდა და ლელო გაიტანა, თედომ გარდასახვა ძელს გაარტყა - 5:0. 

აბჟანდაძის ლელო

მე-12 წუთზე ფლორინ ვლაიკუმ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა გაიტანა - 5:3. ათ წუთში ვლაიკუმ კიდევ ერთი ჯარიმა გამოიყენა და რუმინეთის ნაკრები დაწინაურდა - 5:6. 

35-ე წუთზე თედო აბჟანდაძემ კვლავ "ბორჯღალოსნები" დააწინაურა, 10-მა ნომერმა ჯარიმა გაიტანა - 8:6. ტაიმიც ასე მორჩა.

45-ე წუთზე აბჟანდაძის გარღვევასა და ლობჟანიძის პასს მირიან მოდებაძის ლელო მოჰყვა. აბჟანდაძემ გარდასახვა ააცილა - 13:6. მაგრამ მალევე ვლაიკუმ ლელოთი უპასუხა "ბორჯღალოსნებს" მარცხენა ფლანგიდან. მანვე კიდიდან შეძლო გარდასახვის გატანა - 13:13.

მოდებაძის ლელო

55-ე წუთზე "ბორჯღალოსანთა" მოლს ბექა გიგაშვილის ლელო და აბჟანდაძის გარდასახვა მოყვა - 20:13.

გიგაშვილის ლელო

63-ე წუთზე დავით კაჭარავამ, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 120-ე კეპი მოიპოვა, რუმინელებს ქართველთა მეოთხე ლელო გაუტანა. აბჟანდაძეც ზუსტი იყო - 27:13

კაჭარავას ლელო

70-ე წუთზე "ბორჯღალოსნებმა" შესანიშნავი ლელო გაიტანეს, რომლის ავტორიც ისევ ვეტერანი კაჭარავაა, აბჟანდაძე ისევ ზუსტი იყო - 34:13.

კაჭარავას მეორე ლელო

მატჩის ბოლოსკენ კიდევ ერთი ლელო ქართველების მიძალებას მოყვა, თავი შეცვლაზე შესულმა ჭყოიძემ გამოიჩინა. აბჟანდაძემ გაიტანა და თამაშიც დასრულდა - 41:13.

ჭყოიძის ლელო

გამარჯვებასთან ერთად (5 ქულა - 4 მოგებისთვის, 1 ბონუსი), "ბორჯღალოსნებმა" ტრადიციული, ანთიმოზ ივერიელის თასი შეინარჩუნეს. მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ესპანეთს 9 თებერვალს სტუმრად დაუპირისპირდება.

I ტურში რუსეთის ნაკრებმა სოჭში უმასპინძლა ესპანეთს და 12:31 დამარცხდა. პორტუგალიისა და ბელგიის დაპირისპირებაში მასპინძლებმა 23:17 გაიმარჯვეს.

საინტერესო ფაქტები

🏉 დავით კაჭარავამ საქართველოს ნაკრებში 120-ე კეპი მოიხვეჭა. მან ეს დუბლით აღნიშნა.

🏉 ყველაზე დიდი ანგარიშით რუმინეთი 2016 წელს "დინამო არენაზე" დავამარცხეთ - 38:9 - 29 ქულის სხვაობით. დღეს 28 ქულა დაფიქსირდა.

🏉 ეს იყო საქართველოსა და რუმინეთის 24-ე დაპირისპირება. "ბორჯღალოსნებმა" 14 მოიგეს, 9 "მუხის ფოთლებმა", 1 მატჩი ფრედ დასრულდა. 

🏉 ამ მატჩში ლევან მაისაშვილის დებიუტი შედგა მთავარი მწვრთნელის რანგში.

საქართველო 41:13 რუმინეთი

საქართველო (15-9): ხმალაძე (მათიაშვილი), მოდებაძე, კაჭარავა, კვესელაძე (15. მალაღურაძე), თოდუა, აბჟანდაძე, ლობჟანიძე (აფრასიძე); (1-8): ნარიაშვილი (კაპიტანი) (გოგიჩაშვილი), მამუკაშვილი (ჭყოიძე), გიგაშვილი (მელიქიძე), ჭეიშვილი, მიქაუტაძე (სუთიაშვილი), საღინაძე, ცუცქირიძე (გაჩეჩილაძე), გორგაძე.

6 ლელო: (აბჟანდაძე 7), მოდებაძე (45), გიგაშვილი (55), კაჭარავა (63, 70), ჭყოიძე (79); 4 გარდასახვა: აბჟანდაძე (55, 63, 70, 79); 1 ჯარიმა: (აბჟანდაძე 35)

რუმინეთი (15-9): მელინტე, სიმონესკუ, ფერკუ, ვლაიკუ, დუმიტრუ, პლაი, სურუჯუ (კაპიტანი); (1-8): პრისტავიტა, კაპატინა, ტარუსი, მურეშანი, ვან ჰეერდენი, ლაზარი, სერი, კირიცა.

1 ლელო: (ვლაიკუ 49); 1 გარდასახვა: (ვლაიკუ 49); 2 ჯარიმა: (ვლაიკუ 12, 22) 

მსაჯები: ფოლი, დოილი, დიქსი (ინგლისი)

კომენტარები

ბოლო ამბები