Thumbnail
  • პლოცკმა სტუმრად ტერმალიცა 2:1 დაამარცხა.
  • გამარჯვების გოლი გიორგი მერებაშვილმა გაიტანა.

პოლონეთის ექსტრაკლასას 26-ე ტურში გიორგი მერებაშვილის პლოცკის ვისლამ სტუმრად ტერმალიცა დაამარცხა - 2:1.

მატჩის 83-ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა "ტერმალიცას" ცენტრალური მცველის უხეში შეცდომით ისარგებლა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და "პლოცკს" სტუმრად 2:1 მოაგებინა. 

მერებაშვილმა სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო. მასპინძელთა რიგებში არ ყოფილა ნიკა კვანტალიანი.

31 წლის ქართველმა ნახევარმცველმა წლეულს პირველი, სეზონში კი მე-4 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები