Thumbnail
  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მორაგბეებს თბილისში ვიზიტის ნება დართო
  • ბორჯღალოსნებთან შეხვედრაში დათვების მთავარი მიზანი ხასიათის ჩვენება იქნება 

რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები რუსეთს უმასპინძლებს. ბორჯღალოსნებისა და დათვების დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14 მარტს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობის მიზეზით, შარშან აგვისტოში, თბილისში დაგეგმილი საკონტროლო მატჩი არ შედგა - რუსმა მორაგბეებმა საქართველოში ჩამოსვლისგან თავი უსაფრთხოების საბაბით შეიკავეს.

📋 მეტი ამ თემაზე:

როგორც ირკვევა, ახლა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი სპორტსმენების თბილისში გამოშვებას სარისკოდ არ მიიჩნევს. ამის შესახებ რუსეთის რაგბის კავშირის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე იგორ არტემიევმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"ვითარებასთან დაკავშირებით, იძულებული ვიყავით კონსულტანცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაგვევლო. მათი მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ არის და ჩვენ თბილისში, ტურნირის უძლიერეს გუნდთან ვითამაშებთ, რომელთანაც ძალიან დიდი ხანია, არ მოგვიგია", - თქვა არტემიევმა, რომლის თქმით, რუსეთის ნაკრები ალბათ ახლაც დამარცხდება, მაგრამ ხასიათი მაინც უნდა აჩვენოს.

"პირველ რიგში, სწორედ ამის დანახვა გვსურს. თუ ამას ვიხილავთ, ტაბლოზე გამოსახულ ანგარიშს მნიშვნელობა არ ექნება", - ამბობს არტემიევი.

ბორჯღალოსნებს რუსეთის ნაკრებთან მოგებათა 18-მატჩიანი სერია აქვთ

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების 3 ტურის თავზე "ბორჯღალოსნები" 14 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან, "დათვები" კი 4 ქულით ბოლო პოზიციაზე რჩებიან.

მომავალ შეხვედრაში ფავორიტის ვინაობა ერთმნიშვნელოვანია გასული მატჩების სტატისტიკის გათვალისწინებითაც: ქართველ მორაგბეებს მეტოქე 21-ჯერ ჰყავთ დამარცხებული, რუსების აქტივში ერთადერთი გამარჯვებაა, 1 მატჩი კი ფრედ გახლავთ დასრულებული.

კომენტარები

ბოლო ამბები