Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურში პორტუგალიას ხვდება
  • ბორჯღალოსნები მომავალი დაპირისპირებისთვის რასინგის ბაზაზე მოემზადებიან 
  • ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მზადების სპეციფიკაზე ისაუბრა 

"ბორჯღალოსნები" პარიზში, "რასინგ 92"-ის ბაზაზე შეიკრიბნენ და 7 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურში, პორტუგალიასთან გასამართი მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ. რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ნაკრების მორაგბეთა ნაწილი საფრანგეთში 1 მარტს დილით, ხოლო ნაწილი ღამით გაემგზავრა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მათ გუნდებში უწევდათ თამაში.

ბორჯღალოსნებმა ტურნირში წინა სამივე მატჩი დამაჯერებლად მოიგეს

ბორჯღალოსნების მზადებაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ისაუბრა:

"მწვრთნელებისა და ფიზ.მომზადების სპეციალისტებისთვის დიდი გამოწვევაა, რომ სანაკრებო თამაშებისთის მორაგბეები ოპტიმალულ ფორმაში იყვნენ და ამავდროულად, სათამაშო პრაქტიკაც არ აკლდეთ. ამ კუთხით, დიდ სამუშაოს ასრულებენ ჩვენი ფიზმომზადების მწვრთნელები - ირაკლი ჭყონია, დავით ნემსაძე და ნიკა პინაიშვილი. 

მომავალი შეხვედრისთვის პარიზში, რასინგის ბაზაზე მოვემზადებით. გემახსოვრებათ, ეს გუნდი ზაფხულის თასზე თბილისში იყო ჩამოსული, ახლა კეთილი ჟესტით გვიპასუხა და თავისი ბაზა დაგვითმო, სადაც მოსამზადებლად შესანიშნავი პირობებია".

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში, პორტუგალია-საქართველოს მატჩი "სტად ჟან ბუენზე", თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. არენა, რომელიც 1925 წელს აშენდა, 2013 წლის რეკონსტრუქციის შემდეგ, 20 ათას მაყურებელს იტევს. მაისაშვილი ყურადღებას მოედნის საფარზე ამახვილებს:

"ამ სტადიონზე ხელოვნური საფარია. ვესაუბრე ნიკა ამაშუკელს, რომელმაც ცოტა ხნის წინ "ჟან ბუენზე" ჩელენჯ ქაფის მატჩი იმსაჯა. მოედანი საკმაოდ მძიმეა, ბუნებრივისგან განსხვავდება და კუნთებისთვის სპეციფიურია. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ მოსამზადებელი ციკლიც ხელოვნურ საფარზე გავიაროთ, რათა მოხდეს კუნთების ადაპტაცია".

პორტუგალია-საქართველოს მატჩი სტად ჟან ბუენზე შედგება
📷 | საქართველოს რაგბის კავშირი

ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა პორტუგალიასთან

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 1), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 1), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი,1), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები, 2), ვანო კარკაძე (ბრივი,2), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, 2), ლევან ჩილაჩავა (მონპელიე, 3), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, 3); ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიშ, 4-5), შალვა სუთიაშვილი (ანგულემ, 4-5), დავით გიგაური (კოლომიე, 4-5), ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, 4-5); ბექა საღინაძე (ორიაკი, 6, 7), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 6, 7), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, 6, 7), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 6-8), ბექა გორგაძე (ბორდო, 6-8).

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 9), გელა აფრასიძე (მონპელიე, 9), გიორგი ბეგაძე (ჯიქი, 9), ლაშა ხმალაძე (ბათუმი, 10-15), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 10), ლაშა მალაღურაძე (ვევეა, 10-12), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, 11, 12, 13, 14), დემე თაფლაძე (ლელო-სარასენს, 12-13), ლაშა ლომიძე (აია, 12-13), დავით კაჭარავა (ენისეი, 13), ალექსანდრე თოდუა (ბათუმი, 11-14), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს, 11-14), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს, 15).

კომენტარები

ბოლო ამბები