Thumbnail
  • ბორჯღალოსნების მწვრთნელის კომენტარი პარიზულ თამაშზე
  • პორტუგალია-საქართველო 7 მარტს საფრანგეთში ჩატარდება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მზადებას განაგრძობს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩისთვის.

ბორჯღალოსნები 2 მარტს საფრანგეთში შეიკრიბნენ და წვრთნას რასინგის ბაზაზე გადადიან.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მორაგბეები ოთხწლიანი შესვენების შემდეგ, ტრადიციულ მეტოქეს პორტუგალიას ეთამაშებიან.

მასპინძელთა თხოვნით, შეხვედრა 7 მარტს პარიზში, სტად ფრანსეს ხელოვნურსაფარიან არენა “სტად ჟან ბუენზე” ჩატარდება და საქართველოს დროით 19:00 საათზე დაიწყება.

პარიზსა და მის შემოგარენში, პორტუგალიელთა დიდი სათვისტომო ცხოვრობს და ვარაუდობენ, რომ ისინი 20-ათასიან სტადიონს სანახევროდ მაინც შეავსებენ.

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ფიქრობს, რომ 7 მარტს მეტოქე პრობლემებს ნაკლებად შეგვიქმნის. ამის შესახებ, მან საქართველოს რაგბის კავშირის ვებგვერდთან ისაუბრა:

“წლების წინანდელ პორტუგალიის ნაკრებსა და ამ გუნდს შორის დიდი სხვაობაა. მათ რამდენიმე წელი გაატარეს დაბალ დივიზიონში, ეს კი ნებისმიერი ნაკრებისთვის პრობლემა იქნებოდა.

თუმცა, განვლილ სამ მატჩში პორტუგალიამ კარგი თამაში აჩვენა და ჯერჯერობით, მეორე ადგილზეა. ჩვენ ყველა მეტოქეს პატივისცემით ვეპყრობით, გვქონდა ვიდეო-ანალიზი და გარჩევები.

ამ ტურნირზე ჩვენი მიზანია ყოველი მომდევნო თამაში წინანდელზე უკეთესი იყოს. მნიშვნელოვანია, როგორ ვმართავთ ჩვენს თამაშს და არა ის, რას შემოგვთავაზებს მეტოქე.

მთავარია, არ დაირღვეს სათამაშო დისციპლინა და ვეცადოთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ შეცდომები“.

გაფართოებული შემადგენლობა პორტუგალიასთან

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 1), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 1), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი,1), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები, 2), ვანო კარკაძე (ბრივი,2), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, 2), ლევან ჩილაჩავა (მონპელიე, 3), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, 3); ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიში, 4-5), შალვა სუთიაშვილი (ანგულემი, 4-5), დავით გიგაური (კოლომიე, 4-5), ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, 4-5); ბექა საღინაძე (ორიაკი, 6, 7), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 6, 7), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, 6, 7), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 6-8), ბექა გორგაძე (ბორდო, 6-8).

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 9), გელა აფრასიძე (მონპელიე, 9), გიორგი ბეგაძე (ჯიქი, 9), ლაშა ხმალაძე (ბათუმი, 10-15), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 10), ლაშა მალაღურაძე (ვევეა, 10-12), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, 11, 12, 13, 14), დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი, 12-13), ლაშა ლომიძე (აია, 12-13), დავით კაჭარავა (ენისეი, 13), ალექსანდრე თოდუა (ბათუმი, 11-14), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი, 11-14), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენსი, 15).

#ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში, პორტუგალიის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის პარიზში, რასინგ 92-ის...

Posted by Georgian Rugby on სამშაბათი, 03 მარტი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები