Thumbnail
  • 'გამორჩეულ ვარცხნილობასაც ატარებდა, რამაც მსაჯებს საქმე გაუადვილა'
  • Thesouthafrican-მა ყველაზე უდისციპლინო მორაგბეების ხუთეული შეადგინა

ვებ-გვერდმა Thesouthafrican მსოფლიო რაგბის ყველაზე უდისციპლინო მოთამაშეების ხუთეული შეადგინა და მასში ქართველი მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილიც შეიყვანა.

30 წლის ქართველ მორაგბეს, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 50 მატჩი აქვს ჩატარებული, საერთაშორისო არენაზე 8 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული და ხისტი თამაშით ყოველთვის გამორჩეული იყო.

შეგახსენებთ, რომ ვიტოს პირველი უცხოური კლუბი ფრანგული კლერმონი გახლდათ, შემდეგ ლიონშიც თამაშიც მოასწრო, ამჟამად კი, რაგბს ტრავმის გამო გახლავთ ჩამოშორებული.

კოლელიშვილმა ბოლო მატჩი გასული წლის 6 ოქტომბერს ლა როშელთან ჩაატარა, ტვინის შერყევა კიდევ ერთხელ მიიღო და მას მერე, ექიმების რჩევით, მინდორზე ასვლა აკრძალული აქვს.

აი, რას წერს სამხრეთაფრიკული საიტი ქართველი ფლანკერის შესახებ.

ვიქტორ კოლელიშვილი (საქართველო) - 8 სინ ბინი

“ქართველი მორაგბესთან დაკავშირებით, ერთი ეპიზოდი ყველას უნდა ახსოვდეს. ოსპრისთან მატჩში მან ყველასთვის მოულოდნელად ხელი ჰკრა ინგლისელ არბიტრ უენ ბარნსს და ყვითელი ბარათიც მიიღო.

დისციპლინის მხრივ, მას საუკეთესო კუთხით თავი არც საქართველოს ნაკრების მაისურით ჩატარებულ 50 მატჩში წარმოუჩენია.

ერთი პერიოდი ყველასგან გამორჩეულ ვარცხნილობასაც ატარებდა, რამაც მსაჯებს საქმე გაუადვილა. ისინი იოლად პოულობდნენ დამნაშავეს, როდესაც კოლელიშვილი თამაშის წესებს ერთმანეთის მიყოლებით არღვევდა.

ქართველი მორაგბის კარიერა ბევრ კითხვას ბადებდა, თუმცა, არასტაბლურობის ფონზე, მისი უდიდესი ტალანტიც აშკარად სჩანდა”.

მსოფლიო რაგბში ცნობილი უდისციპლინო მოთამაშეთა ხუთეული ასე გამოიყურება: ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა) – 7 სინბინი, ჯეიმი ქუდმორი (კანადა) – 7, მარკო ბორტოლამი (იტალია) – 7, ვიქტორ კოლელიშვილი (საქართველო) – 8, მაიკლ ჰუპერი (ავსტრალია) – 8.

კომენტარები

ბოლო ამბები