Thumbnail

Daily Mail-მა სერ კლაივ ვუდვორდის 10-პუნქტიანი საავტორო სტატია გამოაქვეყნა - "როგორ გადავარჩინოთ რაგბი". ლეგენდარული მწვრთნელი, რომელმაც ინგლისს 2003 წელს მსოფლიო თასი მოაგებინა, საქართველოს ნაკრებზეც წერს...

64 წლის ვუდვორდი ამჟამად ITV Sport-თან თანამშრომლობს, სადაც ექვს ერსა და მსოფლიო თასს აშუქებს ხოლმე. სტატიაში ვუდვორდი მსოფლიო რაგბის ბოსებს რეფორმებისკენ მოუწოდებს. 

კვირას მსოფლიო რაგბის ორგანიზაციაში თავმჯდომარის არჩევნებია, გამარჯვებისთვის ორი კანდიდატი იბრძვის - მოქმედი შეფი, ინგლისელი ბილ ბომონტი და ვიცე-პრეზიდენტი, არგენტინელი აგუსტინ პიშო.

ორი კანდიდატი - აგუსტინ პიშო და ბილ ბომონტი

"მინდა მჯეროდეს, რომ ყველას ვისაც ხმის უფლება აქვს, კარგად ჰქონდეს გააზრებული, რა უნიკალური შესაძლებლობების წინაშეა მსოფლიო რაგბი. 

ახლა დრო არ არის, მივიღოთ, ვიწრო, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება. როგორც ეს მოხდა, როცა პიშომ თავისი მანიფესტი გამოაქვყნა და ექვსი ერის ყველა მონაწილე ქვეყნის რაგბის კავშირს დაუკავშირდა, პასუხის გაცემა კი ექვსიდან მხოლოდ ერთმა ინება.

მინდა მჯეროდეს, რომ ყველამ, ვისაც ხმის უფლება აქვს, კარგად იცის, რომ ორივე კანდიდატს უნდა ესაუბროს და კარგად გაიგოს, რომელი რას აპირებს. 

სანამ ისინი ხმას მისცემენ, მინდა ვთხოვო, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც რაგბისთვის კარგი იქნება".

სერ კლაივ ვუდვორდის 10 პუნქტი

1. მიეცით ხმა გავარდნა/ასვლის პრინციპს ტესტების დონეზე.

2. მიეცით ხმა დემოკრატიას.

3. მიეცით ხმა გამჭირვალობას.

4. მიეცით ხმა ტერმინების, პირველი და მეორე დონის ქვეყნები, გაუქმებას.

5. მიეცით ხმა ოკეანეთის ქვეყნების მხარდაჭერას.

6. მიეცით ხმა, მსოფლიო თასის მოგების სამართლიან განაწილებას.

7. მიეცით ხმა 'ლომების' უფრო დიდ როლს.

8. მიეცით ხმა მოთამაშეების მიერ ნაკრების შეცვლის პრაქტიკის წინააღმდეგ.

9. მიეცით ხმა მოთამაშეების ნატურალიზაციის წინააღმდეგ.

10. მიეცით ხმა ცვლილებებს და ახალ შესაძლებლობებს.

სერ კლაივი ამ პუნქტებში საქართველოს ნაკრებსაც ახსენებს:

"ის, რომ არ არსებობს გავარდნა/დაწინაურების პრინციპი, საბოლოდ ტესტებს მოკლავს. ამან უკვე მოკლა კონტინენტური ევროპული რაგბი, რადგან საქართველოს, რუსეთს, ესპანეთსა და სვებს დაწინაურების შანსი არ აქვთ. ისინი შეიძლება გავარდნენ, მაგრამ წინ ვერ წავლენ. პლეი ოფის არქონა ექვს ერსა და რაგბი ჩემპიონშიპს აკნინებს" - წერს ვუდვორდი პირველ თავში.

"იტალია, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-14 პოზიციაზეა, სამი ხმის უფლებას ფლობს, როცა მეცხრეზე მყოფ იაპონიას ორი ხმა აქვს, მე-12-ზე მყოფ საქართველოს კი - ერთი. რატომ უნდა გაგრძელდეს ეს? მსოფლიო რაგბია თუ 10 ერი", - კითხულობს ვუდვორდი მეორე პუნქტში. 

კომენტარები

ბოლო ამბები