Thumbnail
  • 'თუკი სადმე შთამბეჭდავი ძალისმიერი ილეთი იყო საჭირო, მამუკა იქ ჩნდებოდა'
  • The Rugby Paper-მა მსოფლიო რაგბის ისტორიაში გამორჩეულად უშიშრები ჩამოთვალა

სარაგბო ვებ-გვერდმა The Rugby Paper მსოფლიო რაგბის ისტორიაში 20 მოთამაშე ჩამოწერა, რომელთა მინდორზე ყოფნაც მეტოქეებს ყოველთვის შიშის ზარს სცემდა.

”ისინი იბრძოდნენ მანამდე, სანამ არ გაიმარჯვებდნენ და არ არსებობდა წინააღმდეგობა, რომელთაც შეუშინდებოდნენ”, - წერია აღნიშნულ საიტზე, რომელმაც საუკეთესოთა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდარული მორაგბე მამუკა გორგოძეც შეიყვანა.

მამუკა გორგოძე

გამორჩეული მოთამაშე, რომელიც დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ქართული რაგბის წარმატებასთან ასოცირდებოდა და ამ ამბის ერთ-ერთი მთავარი საფუძველიც გახლდათ. არ გვახსენდება არცერთი ეპიზოდი, როდესაც გორგოძე ბინძურ ხერხს მიმართავდა. სამაგიეროდ, ასობით მომენტში ის ბრძოლაში ბოლომდე მიდიოდა და ხშირად 3-4 მეტოქეც ვერ აჩერებდა. თუკი სადმე შთამბეჭდავი ძალისმიერი ილეთი იყო საჭირო, მამუკა იქ ჩნდებოდა და ბოჭვის არეშიც ბადალი არ ჰყავდა. დაახლოებით 400 მატჩი TOP 14-ში და არცერთი ნაბიჯი უკან. მამუკას საქართველოს ნაკრების მაისურით ოთხ მსოფლიო თასზე უთამაშია, ყველაზე უკეთი კი, ალბათ, ის მომენტი უნდა ახსოვდეს, როდესაც 2015 წელს, ახალ ზელანდიასთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის გორგოძის “ბორჯღალოსანთა” რიგებში დებიუტი 2003 წელს შედგა, ბოლოს კი, მან 2019 წლის მსოფლიო თასზე ითამაშა. ქართველ მორაგბეს ფრანგული მონპელიეს რიგებში 9 სეზონი აქვს გატარებული, 2014 წლიდან კი ტულონში ირიცხება.

კომენტარები

ბოლო ამბები