Thumbnail

მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის პოსტზე ინგლისელი ბილ ბომონტის ზედიზედ მეორედ არჩევის შემდეგ, ცნობილი ხდება გარკვეული სიახლეების შესახებ, სადაც საქართველოსთვის კარგი პერსპექტივა ნამდვილად არ სჩანს.

𝗥𝘂𝗴𝗯𝘆 𝗖𝗵𝗮𝗺𝗽𝗶𝗼𝗻𝘀𝗵𝗶𝗽 𝘄𝗶𝘁𝗵 𝗮𝗱𝗱𝗶𝘁𝗶𝗼𝗻 𝗼𝗳 𝘁𝘄𝗼 𝗼𝘁𝗵𝗲𝗿 𝗻𝗮𝘁𝗶𝗼𝗻𝘀 – 𝗹𝗶𝗸𝗲𝗹𝘆 𝗙𝗶𝗷𝗶 𝗮𝗻𝗱 𝗝𝗮𝗽𝗮𝗻 𝗶𝘀 𝗻𝗼𝘄 𝗯𝗮𝗰𝗸 𝗼𝗻 𝘁𝗵𝗲 𝘁𝗮𝗯𝗹𝗲 #FijiNews #TeamFiji #Rugby

Posted by fijivillage on კვირა, 03 მაისი, 2020

საუბარია ერთა ლიგაზე, რომლის შექმნის იდეა ჯერ კიდევ გასულ წელს გაჩნდა, ახლო პერიოდში კი, კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

ცხადია, რომ ახალ ტურნირში (მისი სტარტი 2022 წელს იგეგმება) ადგილი გარანტირებული აქვთ 6 ერისა (ინგლისი, საფრანგეთი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, იტალია) და რაგბი ჩემპიონშიპის (ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა) ქვეყნებს, 12-გუნდიან ლიგაში ბოლო პოზიციებს კი იაპონია და ფიჯი შეავსებენ.

უკვე აღარავინ მალავს, რომ გასული არჩევნების დროს ბევრი ქვეყნის არჩევანი სწორედ პირადი ინტერესებით იყო განპირობებული და არა – ზოგადად რაგბის განვითარებაზე ზრუნვით.

ამდენად, აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ იაპონიამა და ფიჯიმ მხარი სწორედ ბომონტს დაუჭირეს, მაშინ, როდესაც აზიისა და ოკეანეთის რაგბის კავშირებმა არგენტინელ აგუსტინ პიშოს მისცეს ხმა.

გასულ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები ფიჯისთან 10:45 დამარცხდა

შედეგის მომკის დრო სწორედ ახლა დგება. როგორც ირკვევა, ბომონტის მე-2 პრეზიდენტობის ჟამს იაპონია და ფიჯი ნანატრი პირველი დონის ქვეყნების წოდებას მიიღებენ.

სხვათა შორის, მსოფლიო რაგბის ელიტარული და მე-2 დონის ნაკრებებისთვის ახალი სახელების მინიჭებასაც გეგმავს. მოწინავე 12 გუნდის კრებულს Established Nations (დაფუძნებული ერები) ეწოდება, ტიერ 2-ს კი - Emerging Nations (მზარდი ერები) დაერქმევა.

საქართველოს ნაკრები სწორედ ამ მე-2 კატეგორიაში მოხვდება და წყალობად იმას თუღა უნდა ელოდეს, რომ როდესმე ერთა ლიგაში გადასვლის შანსი მიეცემა. ამჟამად, ეს საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგანაც ახალი ტურნირის მონაწილეთა უმრავლესობა ერთა ლიგიდან ბოლო გუნდის გავარდნის წინააღმდეგია.

შეგახსენებთ, რო მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის არჩევნები ელექტრონული სისტემით 27-30 აპრილს ჩატარდა, მისი შედეგები კი ცნობილი კვირას გახდა და ბომონტმა პიშოს 28:23 სძლია. არგენტინელი სწორედ მე-2 დონის ქვეყნებმა დააღალატეს, რადგანაც ინგლისელის ბანაკში, იაპონიისა და ფიჯის გარდა, კანადა და სამოაც აღმოჩნდნენ. თავის მხრივ, საქართველო პიშოს ბანაკში იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები