Thumbnail

ნადალის ტრიუმფი ჩინეთში

რაფაელ ნადალი ჩინეთის ღია პირველობის გამარჯვებულია. მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ფინალურ შეხვედრაში ავსტრალიელ ნიკ კირიოსს დაუპირისპირდა და საკმაოდ იოლად, 6:2, 6:1 დაამარცხა.

გულშემატკივრები დაძაბულ ფინალს ელოდნენ, მაგრამ ავსტრალიელმა ესპანელს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. კირიოსი მთელი ტურნირის განმავლობაში დამაჯერებლად თამაშობდა, ფინალში კი ნადალს ვერაფერი დაუპირისპირა. ავსტრალიელს მხოლოდ ეისებში ჰქონდა უპირატესობა - რვა ორის წინააღმდეგ. ნადალმა თამაში, როგორც ყოველთვის, მაღალი ტემპით დაიწყო და საბოლოოდ 4 ბრეიკი შეასრულა.

რაფაელ ნადალმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო და როჯერ ფედერერს რეიტინგში უკვე 2 000 ქულით უსწრებს

აღსანიშნავია, რომ რაფაელ ნადალმა მიმდინარე წელს მეხუთე ტიტული მოიგო, დამატებით 500 სარეიტინგო ქულასთან ერთად რეიტინგში ლიდერობა განიმტკიცა და როჯერ ფედერერს უკვე 2 000 ქულით უსწრებს. ნადალის მომდევნო ტურნირი შანხაიას მასტერსია, სადაც ესპანელის პირველი მეტოქე ამერიკელი ჯარედ დონალდსონი იქნება.

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები