Thumbnail
  • Ultimaterugby-მ მეორე დონის ქვეყნების სიმბოლური ნაკრები დაასახელა
  • ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ქართველი მოხვდა
  • დანარჩენი 5 მორაგბე ალტერნატიულ შემცვლელებად განიხილებიან

Ultimaterugby-მ მეორე დონის ქვეყნების სიმბოლურ ნაკრებში 6 ქართველი მორაგბე შეიყვანა. ძირითად შემადგენლობაში პირველი ნომრის პოზიციაზე მიხეილ ნარიაშვილი მოხვდა.

ნარიაშვილი ერთადერთი ქართველია, რომელიც ძირითადში დააყენეს. 5 ქართველი მორაგბე კი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეების ალტერნატიულ შემცვლელებად განიხილეს.

1. მიხეილ ნარიაშვილი - ქართველი მორაგბე ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. ზოგადად, წინა ხაზის შედგენა ქართველი მორაგბის გარეშე ძალიან რთულია. ნარიაშვილი ახლაც მონპელიეში თამაშობს. ის ბურთთან ერთად კარგად მოძრაობს და დაცვაშიც შესანიშნავად გამოიყურება.

2. ჯო ტაუფეტე'ე (აშშ) - ამ პოზიციაზე გამოცემამ ჯოს ალტერნატიულ შემცვლელად შალვა მამუკაშვილი დაასახელა.

3. მაიკ ალაალატოა (სამოა) - ამ პოზიციაზე ორი ქართველი მორაგბე განიხილეს ალტერნატიულ შემცვლელებად - ლევან ჩილაჩავა და ბექა გიგაშვილი.

4. ლეონი ნაკარავა (ფიჯი)

5. კრის ვუი (სამოა)

6. მაიკლ ლიჩი (იაპონია)

7. პესელი იატო (ფიჯი)

8. კაზუკი ჰიმენო (იაპონია)

9. სანტიაგო არატა (ურუგვაი) - ამ პოზიციაზე ვასილ ლობჟანიძესაც განიხილავენ.

10. ეიჯი მაკგინტი (აშშ) - ლობჟანიძისა და აბჟანდაძის დუეტი ქართულ რაგბის დიდ შედეგს მოუტანს. შესაბამისად, თედო აბჟანდაძე გამოცემამ ალტერნატიულ შემცვლელად გაითვალისწინა.

11. ალაფატი ლეიუა (სამოა)

12. ლევანი ბოტია (ფიჯი)

13. სემი რადრადრა (ფიჯი)

14. კოტარო მაცუშიმა (იაპონია)

15. ტელუსა ვეაინუ (ტონგა)

კომენტარები

ბოლო ამბები