Thumbnail

10 გაცდენილი სავარჯიშო დღე - ბრეშამ ბალოტელი გუნდიდან გაუშვა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • მარიო ბალოტელი იტალიაში 2019 წელს დაბრუნდა
  • უდისციპლინობის გამო მარიო გუნდიდან გაუშვეს

მარიო ბალოტელი იტალიაში 2019 წლის ზაფხულში დაბრუნდა. იტალიელი მარსელიდან ბრეშას შეუერთდა. კლუბისთვის მარიოს დამატება კარგი ტრანსფერი იყო, თუმცა ბალოტელის ხასიათმა ყველაფერი გააფუჭა.

Football Italia-ის ინფორმაციით, ბრეშამ მარიო ბალოტელის კონტრაქტი გაუწყვიტა და გუნდიდან გაუშვა. ამის მიზეზი 29 წლის ფეხბურთელის უდისციპლინობაა. ფეხბურთელმა თვითიზოლაციის შემდეგ განახლებული სავარჯიშო 10 სესია გააცდინა.

მიზეზად მუცლის ტკივილი სახელდებოდა, თუმცა არის ცნობები, რომ მარიო უბრალოდ თავისით მარტო ვარჯიშობდა. ვარჯიშზე გამოუცხადებლობის შემდეგ, ბრეშას პრეზიდენტი მასიმო ჩელინო ძალიან გაბრაზდა და ბალოტელის გაშვება გადაწყვიტა.

მარიოს იტალიურ კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩელინო უკმაყოფილოა, რომ თავიდანვე დიდვადიანი კონტრაქტი გაუფორმა ფეხბურთელს.

მარიო ბალოტელიმ სერია A-ს 2019/20 წლების სეზონში 19 შეხვედრა გამართა, სადაც თავი 5 გატანილი გოლით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები