Thumbnail
  • სიმბოლურ ნაკრებში შენგელია, ფაჩულია, სანიკიძე, მარკოიშვილი და დიქსონი მოხვდნენ
  • გამოკითხვა FIBA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე 1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა

FIBA-მ 21-ე საუკუნის საქართველოს ოცნების გუნდი დაასახელა. მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანიზაცია ევრობასკეტის ნაკრებების საუკეთესო ხუთეულებს უკვე რამდენიმე კვირაა ასახელებს და ახლა, საქართველოს ჯერიც დადგა.

გამოკითხვა FIBA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე 1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, ბოლო ოცწლეულის საქართველოს ნაკრები კი ასე დაკომპლექტდა:

თორნიკე შენგელია (20%), ზაზა ფაჩულია (17%), ვიქტორ სანიკიძე (16%), მანუჩარ მარკოიშვილი (14%), მაიკლ დიქსონი (11%).

ქომაგებს არჩევანის გაკეთება 12 კალათბურთელს შორის შეეძლოთ. დანარჩენებზე ხმები ასე გადანაწილდა: გიორგი ცინცაძე (7%), გიორგი შერმადინი (6%), დუდა სანაძე (2%), ნიკოლოზ ცქიტიშვილი (2%), ბექა ბურჯანაძე (2%), ვახტანგ ნაცვლიშვილი (2%), ვლადიმერ ბოისა (1%).

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე საუკუნეში საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე ზედიზედ ოთხჯერ ითამაშა: 2011, 2013, 2015 და 2017 წლებში. 4 ტურნირის ჯამში ეროვნულმა ნაკრებმა 7 მატჩი მოიგო. საქართველოს ნაკრებს 2021 წელს ევრობასკეტის ფინალური ეტაპისთვის უნდა ემასპინძლა, თუმცა ტურნირი 2022 წლისთვის გადაიტანეს.

კომენტარები

ბოლო ამბები