Thumbnail

'არამხოლოდ ტექნიკით, ლიდერის თვისებებითაც გამოირჩევა' - მედია კვარაცხელიაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც თავის გუნდს სტუმრად ურალთან მატჩში (2:1) გაამარჯვებინა, რამდენიმე გამოცემამ ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

ხვიჩას მაკრატელა ტურის საუკეთესო გოლზე ნომინირებული

19 წლის ფეხბურთელმა პაუზის შემდეგ განახლებულ რუსეთის ჩემპიონატის პირველსავე შეხვედრაში ეფექტური გოლი და საგოლე პასი მიითვალა. ხვიჩა ურალი-რუბინის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

მატჩის შემდეგ კვარაცხელიამ თავისი თამაში შეაფასა:

"ვფიქრობ, კარგი გოლი გამოვიდა - თანაგუნდელმა კარგად ჩამაწოდა და “მაკრატელა” დავარტყი. ბურთი ზურგსუკან იყო და თავით დარტყმა მოუხერხებელი იყო. სწორედ ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. მაგრამ მთავარი ისაა, რომ გუნდმა მოიგო. პირველი ტაიმი სუსტად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ გავათანაბრეთ ანგარიში. მეორე ტაიმი კი, ვფიქრობ, პირველზე უკეთესად ჩავატარეთ.

თამაშის შემდეგ სლიუცკიმ (რუბინის მწვრთნელი) მომილოცა და მითხრა, რომ ასე უნდა გავაგრძელო. მნიშვნელოვანია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ და წინ მივიწევთ", - აქვეყნებს ხვიჩას კომენტარს რუბინის პრესსამსახური.

საქართველოს დროშა ეკატერნიბურგის არენის ტრიბუნაზე

ხვიჩა კვარაცხელია რუსული სპორტული საიტის ФНК-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა. 

"ხვიჩას ინდივიდუალურმა ოსტატობამ რუბინს გამარჯვება მოუტანა. მატჩის დასაწყისში ურალი უკეთესად გამოიყურებოდა, მასპინძლებმა ორჯერ გაიტანეს კიდეც (ერთი გოლი თამაშგარეს გამო გაუუქმეს) და დაცვაშიც საიმედოდ თამაშობდნენ, მაგრამ კვარაცხელიამ ჯერ კუთხურიდან მოწოდების შემდეგ, ლამაზი "მაკრატელა" გაიტანა, მეორე ტაიმში კი ბრწყინვალე სოლო-რეიდით სამ ოპონენტს გაუმკლავდა და ბაკაევს გაატანინა.
  
ფაქტი: გოლი და საგოლე პასი ეკატერინბურგში - კვარაცხელიას პირველი შედეგიანი მოქმედებებია სასტარტო შემადგენლობაში. მანამდე ამას სათადარიგოთა სკამიდან ახერხებდა", - წერს საიტი.

ხვიჩა მოხვდა soccer.ru-ს 23-ე ტურის სიმბოლურშიც.

"ახლა გასაგებია, რატომ შიშობდა სიომინი, როდესაც ქართველი რუბინს დაუთმეს - ლოკომოტივმა ძალიან ნიჭიერი 19 წლის გარემარბი ხელიდან გაუშვა. ის არამხოლოდ ტექნიკით გამოირჩევა, ფლობს ლიდერის თვისებებსაც. ეკატერინბურგში რუბინისთვის მატჩი ცუდად დაიწყო, ურალმა მეტოქისგან ავტოგოლი მიიღო, მაგრამ კვარაცხელიამ ჯერ კუთხურის შემდეგ ძალიან ლამაზი "მაკრატელა" გაიტანა, შემდეგ კი მეორე ტაიმში თავბრუ დაახვია ყველას და ასისტი მიითვალა", - წერს საიტი.

ხვიჩას წარმატება თანაგუნდელმა ზურიკო დავითაშვილმაც მიულოცა

ბოლო ტურში გამარჯვებით ყაზანის რუბინმა, რომელიც რუსეთის პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. ახლა ქართველებს გუნდს 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში  მე-11 ადგილზეა.

რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე 20 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები