Thumbnail

6 ართმევა და უშეცდომო თამაში - ქართველი მცველი პრემიერლიგის სიმბოლურშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ჯიმი ტაბიძე 25-ე ტურში გამოარჩიეს
  • 24 წლის ფეხბურთელმა რუბინთან უშეცდომოდ ითამაშა

რუსეთის პრემიერ-ლიგამ 25-ე ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც უფას ქართველი ლეგიონერი ჯიმი ტაბიძე მოხვდა...

ოფიციალური წყარო სიმბოლურ ნაკრებს InStat-ის სტატისტიკის მიხედვით ადგენს. 25-ე ტურში ტაბიძის უფა ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის რუბინს 0:0 დაუზავდა. ჯიმიმ მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა. 24 წლის მცველმა მთელი თამაში თითქმის უშეცდომოდ ითამაშა. მან მეტოქეებს ბურთი 6-ჯერ აართვა. ეს უფას მე-13 თამაში კარში ბურთის გაუშვებლად, ამ მაჩვენებლით ქართველის გუნდი ზენიტს გაუტოლდა. 

ტაბიძე საჰაერო დუელებში მოედანზე საუკეთესო იყო

ამ სეზონში ჯიმი ტაბიძემ 21 თამაშში 1 გოლი გაიტანა. უფა 32 ქულით მე-7 პოზიციაზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები