Thumbnail
  • NBA მოთამაშეებს გვარის ნაცვლად სლოგანის დაწერის უფლებას აძლევს
  • ენტონი დევისი თავის გვარს ინარჩუნებს
  • მას პროტესტის გამოხატვა სხვა ფორმით სურს

ამერიკაში ჯორჯ ფლოიდის სიკვდილისა და ამით გამოწვეული პროტესტის შემდეგ, NBA-ს დღის წესრიგი შეიცვალა. ზოგიერთი მოთამაშე (მაგალითად, კაირი ირვინგი) პროტესტის ნიშნად, NBA-ს განახლების შემდეგ თამაშზე უარის თქმასაც უჭერდა მხარს.

ლიგის ხელმძღვანელობამ მოთამაშეების ასოციაციასთან ერთად შექმნილი სიტუაცია გააანალიზა და მოთამაშეებს დაპირდა, რომ მათი პროტესტის და სამოქალაქო პოზიციის გამოხატვისთვის პლატფორმას და შესაძლებლობას პარკეტზევე მისცემდა. ამ კამპანიის ნაწილია ის, რომ მოთამაშეებს შეუძლიათ, თავისი გვარის ნაცვლად, მაისურზე სლოგანი დაიწერონ. ლიგის ხელმძღვანელობის შეთავაზებით მოთამაშეებს შეუძლიათ, მაისურზე შემდეგი წარწერები გაიკეთონ: Black Lives Matter, Justice, Freedom, I can't breathe, Equality, Stand up, Respect us და სხვა.

წაიკითხე'მიფრთხილდით, ყველას გაგანადგურებთ!' - ლებრონი მეტოქეებს ემუქრება

მაგალითად, კაელ კორვერმა ამ შეთავაზებით უკვე ისარგებლა და თავისი გვარის ნაცვლად Black Lives Matter წაიწერა. ლეიკერსის ვარსკვლავი ენტონი დევისი თავისივე თანაგუნდელის, ლებრონ ჯეიმსის მსგავსად სხვა გზით წავიდა.

"ჩემი გვარი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - აცხადებს დევისი, - მე მას წარმოვადგენ ყოველ თამაშში. ვყოყმანობდი. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. სოციალური სამართლიანობაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი გვარის დატოვება გადავწყვიტე. ბევრი სხვა საშუალება იმისათვის, რომ ჩვენი პროტესტი და პოზიცია გამოვხატოთ."

დევისი და ლებრონის ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს და სულ რამდენიმე კვირაში NBA-ს განახლების შემდეგ, ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები