Thumbnail

რუბინის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიას სეზონის რესტარტის შემდეგ შესანიშნავად თამაშობს და რუსული მედია მის შესახებ უკვე პრაქტიკულად ყოველდღე წერს. ამჯერად, ხვიჩას შესახებ ყაზანელთა ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რომან შარონოვმა ისაუბრა, რომელიც ცუდი შედეგების გამო გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლეს. შარონოვი კვარაცხელიას ძირითად შემადგენლობაში იშვიათად აყენებდა და მხოლოდ მეორე ტაიმში უთმობდა სათამაშო დროს.

რომან შარონოვი (რუბინის ყოფილი მწვრთნელი): “ხვიჩას ბურთი ძალიან უყვარს, ამ მომენტში ყველაზე სანახაობრივი ფეხბურთელია. მე მას არ ვტოვებდი სათადარიგო სკამზე, არ ვეძებდი მისთვის სასჯელს. პირიქით, ვეძებდი მისთვის ოპტიმალურ დროს, რომელშიც შეეძლო თავისი საუკეთესო თვისებების ჩვენება იქედან გამომდინარე, რამდენად იყო სათამაშოდ მზად. ეს არავითარ შემთხვევაში დასჯა არაა. ის შეცვლაზე შედიოდა იმ დროს, როდესაც მის თვისებებს გუნდისთვის სარგებლოს მოტანა შეეძლო. პროგრესირებს, მაგრამ ყველაფერი დაუყოვნებლივ არ კეთდება. გულშემატკივარი ხედავს, თუ როგორ ატყუებს მეტოქეებს, უყურებენ ბრწყინვალე ეპიზოდებს, მაგრამ ხშირად უფრო მარტივი გამოსავალი არსებობს. მაგალითად, ვერტიკალური პასი. პოტენციურად ის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა,თუმცა პოტენციალი შეიძლება დარჩეს პოტენციალად. აუცილებელია ფეხბურთის ჰორიზონტის გაფართოება. მე არ ვსაუბრობ თავდაცვითი ფუნქციების შესახებ, უნდა განავითაროს სათამაშო ინსტრუმენტები და ეს ინსტრუმენტი მხოლოდ დრიბლინგი არაა.“

შარონოვი კვარაცხელიას რჩევებს აძლევს

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ კი საგოლე პასი შეასრულა. რუბინმა რუსეთის პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა და 2019/20 წლების სეზონის ბოლო ტურში 22 ივლისს, მოსკოვის სპარტაკს შეხვდება.

📺 ვიდეო: ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები როსტოვთან

კომენტარები

ბოლო ამბები