Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელია: ამის დამსახურებაა, სეზონი რომ კარგად დავასრულე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუბინი 1:2 სპარტაკი
  • რუბინის ნახევარმცველმა სპარტაკთან თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა
  • ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ისევ დაასახელეს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის რუბინის 19 წლის ნახევარმცველს ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთის ჩემპიონატის ფინიში შთამბეჭდავი გამოუვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი ბოლო ტურში შინ მოსკოვის სპარტაკთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა, კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 

ხვიჩამ ამ შეხვედრაში მართლაც გამორჩეული იყო, თავის გუნდს კი პირველი ტაიმის მიწურულს 11-მეტრიანი მოუპოვა, რომლითაც რუბინმა ანგარიში გაათანაბრა. 

მატჩის შემდეგ ხვიჩამ კომენტარი გააკეთა:

"სპარტაკთან წავაგეთ და ეს ცუდია, თუმცა ვფიქრობ, რომ თამაში კარგი გამოვიდა. იყო მომენტები, რომლებსაც გამოყენება სჭირდება. მუშაობა და მომატება კიდევ არის საჭირო. 

როდესაც ბევრს თამაშობ, კარგ ფორმას ინარჩუნებ. სწორედ ამ ფორმის დამსახურებაა, რომ სეზონი კარგად დავასრულე".

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • უდინეზე
  • X
  • იუვენტუსი

ყაზანის რუბინმა ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულა. ხვიჩამ პრემიერლიგის 27 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები