Thumbnail
  • ბრუკლინ ნეტსი 134:133 პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი
  • დემინელ ლილარდი NBA-ს ისტორიაში შევიდა
  • პორტლენდი პლეი ოფის საგზურისთვის მემფისს შეხვდება

პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის დასკვნით მატჩში ბრუკლინ ნეტსს ერთი ქულის სხვაობით მოუგო და დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილი დაიკავა. შედეგად, ბლეიზერსმა კონფერენციის პლეი ოფში თამაშის უფლების მოსაპოვებლად, დუელი მეათეადგილოსან მემფის გრიზლისს უნდა მოუგოს. პირველი მატჩი 15 აგვისტოს შედგება.

მანამდე კი NBA-ს ისტორიაში ფენომენური რეკორდით გამოირჩა ბლეიზერსის გამთამაშებელი დემიენ ლილარდი. 30 წლის კალათურთელმა რეგულარული ჩემპიონატის მატჩში ბრუკლინ ნეტსთან 42 ქულა, 12 პასი და 3 მოხსნა მიითვალა, რითაც ლიგის ისტორიაში შევიდა.

პორტლენდის ბოლო სამ შეხვედრაში - ფილადელფიასთან (124:121), დალასსა (134:131) და ბრუკლინთან (134:133), ლილარდი შესაბამისად 51, 61 და 42 ქულას აგროვებდა, რაც ჯამში 154 ქულაა და ეს ქულათა ყველაზე დიდი რაოდენობაა, რომელიც მოთამაშეს რეგულარული ჩემპიონატის ბოლო სამ თამაშში ოდესმე მოუგროვებია.

დემიენ ლილარდი ასევე გახდა პირველი კალათბურთელი NBA-ს ისტორიაში, ვინც რეგულარული სეზონი ზედიზედ სამი 40-ქულიანი შეხვედრით დაასრულა.

📺 ლილარდი ბრუკლინის წინააღმდეგ

რაც შეეხება ბრუკლინი-პორტლენდის შეხვედრას, ნომინალური სტუმრების რიგებში ყველაზე შედეგიანი სწორედ ლილარდი იყო. ორმაგი დუბლი ასევე ჰქონდა გუნდის ბოსნიელ ცენტრს იუსუფ ნურკიჩს (22 ქულა, 10 მოხსნა). ბრუკლინში გამორჩეული კარის ლევერტი იყო (37 ქულა, 6 მოხსნა და 9 პასი).

კომენტარები

ბოლო ამბები