Thumbnail

ზედიზედ 50 სეტი! ნადალმა მაკინროის რეკორდი დაამხო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რაფაელ ნადალმა ახალი რეკორდი დაამყარა
  • ესპანელმა თიხნარზე ზედიზედ 50 სეტი მოიგო
  • რაფამ ჯონ მაკინროის მიღწევა გააუმჯობესა აჯობა
ჯონ მაკინროი

რაფაელ ნადალი თიხნარზე რომ შეუჩერებელია, ამით ახალს არაფერს ვამბობთ. სიახლე ისაა, რომ ჩოგბურთის ესპანელმა სუპერვარსკვლავმა მადრიდში ATP-ის მასტერსზე ზედიზედ 50 სეტის მოგება მოახერხა, რაც ახალი რეკორდია. 31 წლის ნადალმა ამ მიღწევით ჩოგბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევა გააუმჯობესა.

ზედიზედ მოგებული სეტების რეკორდი აქამდე ლეგენდარულ ამერიკელს, ჯონ მაკინროის ეკუთვნოდა, რომელმაც 1984 წელს ხალიჩაზე ზედიზედ 49 სეტი მოიგო.

დიდი სლემის ტურნირების შვიდგზის გამარჯვებული მაკინროის რეკორდი ნადალმა 34 წლის შემდეგ, მადრიდის მასტერსის მერვედფინალში გააუმჯობესა. რაფამ არგენტინელ დიეგო შვარცმანს 6:3, 6:4 მოუგო. ესპანელი მეოთხედფინალში ავსტრიელ დომინიკ ტიემს ხვდება.

რეკორდისკენ მიმავალ გზაზე ნადალმა 2017 წელს საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო, მერე კი მონტე კარლოს და ბარსელონას წლევანდელ ტურნირებზეც გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლო ამბები