Thumbnail
  • გიორგი მერებაშვილმა სეზონში მე-3 გოლი გაიტანა
  • ლაშა დვალმა სეზონში მე-3 მატჩი მოიგო.

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-20 ტურში გიორგი მერებაშვილის პლოცკმა სანდეციას უმასპინძლა და 2:2 დაუზავდა.

ლეგიონი პოლონეთში: მოგება და წაგება

მერებაშვილმა 22-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 1:1 გახადა. მერებაშვილმა საჯარიმოს მარჯვენა კუთხიდან გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა. პლოცკი 27 ქულით მე-9 ადგილზეა. გუნდის მიზანი კი რვა საუკეთესოს შორის მოხვედრაა, რომელიც საჩემპიონო ჯგუფს შექმნის გაზაფხულიდან.

31 წლის მერებაშვილმა ამ სეზონში მე-3 გოლი გაიტანა ექსტრაკლასაში. 

ბოლოადგილოსანმა პოგონმა სტუმრად შეძლო ლეხიას დამარცხება - 3:1. გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ლაშა დვალმა, ხოლო მათე ცინცაძე კვლავ არ ყოფილა განაცხადში.

კომენტარები

ბოლო ამბები