Thumbnail

რამდენად სერიოზულია ნადალის ტრავმა?

  • რაფაელ ნადალმა შესაძლოა ბაზელისა და პარიზი ტურნირები გამოტოვოს
  • როჯერ ფედერერს რეიტინგში ლიდერობის დასაბრუნებლად რეალური შანსი აქვს  

შანხაის მასტერსზე ტრიუმფის შემდეგ, როჯერ ფედერერს მსოფლიოს რეიტინგში პირველ ადგილზე დაბრუნების რეალური შანსი გაუნჩნდა. შვეიცარიელის უშუალო კონკურენტს, რაფაელ ნადალს მუხლის ტრავმა აწუხებს და ამის გამო ესპანელმა შეიძლება ბაზელის ტურნირი და პარიზის მასტერსი გამოტოვოს.

“ამ მომენტში მუხლის ტრავმის განხილვა არ მსურს, თუმცა ამის გამო, შესაძლოა, ბაზელში და პარიზში თამაში ვერ შევძლო. წინ კიდევ რამდენიმე კვირაა და უნდა დავფიქრდე. ახლა დაზუსტებულ პასუხს ვერ გეტყვით,“ - განაცხადა რაფაელ ნადალმა.

ნადალს 10 465 ქულა აქვს, ფედერერს - 8 505

შანხაის მასტერსის ფინალში ნადალის დამარცხების შემდეგ ფედერერმა კონკურენტთან ჩამორჩენა 400 ქულით შეამცირა და ლიდერობისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა. ნადალს 10 465 ქულა აქვს, ფედერერს კი - 8 505. პირველ ადგილზე დასაბრუნებლად 36 წლის ჩოგბურთელს პარიზის მასტერსზე და წლის შემაჯამებელ ტურნირზე გამარჯვებაც ჰყოფნის.

კომენტარები

ბოლო ამბები