Thumbnail

გიორგი მერებაშვილმა სეზონი გოლით გახსნა | პლოცკმა ლეხთან წააგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პოლონეთის ექსტრაკლასა დაწყო
  • გიორგი მერებაშვილმა ლეხს გაუტანა

პოლონეთის ექსტრაკლასას პირველ ტურში გიორგი მერებაშვილის პლოცკმა ლეხს უმასპინლა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო სკამზე იყო. მერებაშვილი მინდორზე 58-ე წუთზე გამოჩნდა და 20 წუთში ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა.

ლეხი ტრალკას მიერ მე-16 წუთზე გატანილი გოლით 1:0-ს იგებდა. გიორგი მერებაშვილმა 78-ე წუთზე მეკარის შეცდომით ისარგებლა და თანაგუნდელის ჩაწოდების შემდეგ, ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მაინც წააგო. პორტუგალიელმა პედრო ტიბამ 89-ე წუთზე საოცარი დარტყმით შეძლო გოლის გატანა და ლეხს შეხვედრა 2:1 მოაგებინა.

გიორგი მერებაშვილი პოლონეთში მესამე სეზონს ატარებს. ქართველმა ფეხბურთელმა, ამ დროის განმავლობაში, 12 გოლის გატანა შეძლო.

WP

First game of the season 18\19 and first Goal ⚽️

Posted by Giorgi Merebashvili on კვირა, 22 ივლისი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები