Thumbnail
  • რომამ ალისონის შემცვლელი შეიძინა
  • შვედეთის ნაკრების მეკარემ ჯალოროსისთან კონტრაქტი გააფორმა

ბრაზილიის ნაკრების მეკარე ალისონი მსოფლიოს ყველა დროის უძვირფასესი მეკარე გახდა, რომამ კი მისი შემცვლელი მალევე შეიძინა. ლივერპულში გადასულ ალისონს “ჯალოროსიში” შვედეთის ნაკრების კარის დარაჯი, 28 წლის რობინ ოლსენი შეცვლის!

რობინ ოლსენი შვედეთის ნაკრების მეკარეა

ოლსენმა იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა. იტალიური სპორტული მედიის ინფორმაციით, რომამ დანიურ კოპენჰაგენს მის სანაცვლოდ “სულ რაღაც” 8,5 მილიონი ევრო გადაუხადა. თუმცა კლუბები შეთანხმდნენ, რომ თუ იტალიური კლუბი ოლსენთან ერთად გარკვეულ წარმატებებს მიაღწევს, კოპენჰაგენი კიდევ მაქსიმუმ 3,5 მილიონ ევროს მიიღებს. რობინ ოლსენს რომაში 1 ნომერი გადასცეს, რაც ოფიციალური დასტურია იმისა, რომ შვედი “ჯალოროსის” ძირითადი მეკარე იქნება.

შეგახსენებთ, რომ რომამ ბრაზილიელი ალისონ ბეკერი რამდენიმე დღის წინ სარეკორდო თანხად გაყიდა. ლივერპულმა “სელესაოს” მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადა, რითაც ალისონი ყველა დროის ყველაზე ძვირფასი მეკარე გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები