Thumbnail

ტოტენჰემმა მარტივად მოიგო | ლორენტესა და მოურას დუბლით განადგურებული რომა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოტენჰემი 4:1 რომა
  • ტოტენჰემის მარტივი გამარჯვება საერთაშორისო თასზე

საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე კიდევ ერთი იტალიურ-ინგლისური დაპირისპირება შედგა. ტოტენჰემისა და რომას მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. ინგლისურმა კლუბმა მეტოქეს 4 გოლი გაუტანა და მხოლოდ ერთი გაუშვა.

ანგარიში მე-3 წუთზე პატრიკ შიკმა გახსნა, ჩეხმა შემტევმა საჯარიმოში კარგად ითამაშა და მეკარეს შორეულ კუთხეში დაურტყა. ტოტენჰემმა მე-9 წუთზე ლორენტეს თავური დარტყმით გაათანაბრა. 9 წუთში ლორენტემ დუბლი შეასრულა, ესპანელმა მეკარის შეცდომით ისარგებლა და ცარიელ კარში გაიტანა. ლორენტეს დუბლის შემდეგ, ლუკას მოურამაც ორჯერ გაიტანა და ტოტენჰემმა პირველი ტაიმი 4:1 მოიგო.

მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა და ტოტენჰემმა პირველი სამი ქულა მოიპოვა.

მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემის მწვრთნელი): ეს ამხანაგური მატჩი იყო, რომლის შედეგიც ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგანაც ამ თამაშების განვითარებისთვის იყენებ. პირველ ტაიმში შემტევი ფეხბურთი ვითამაშეთ, მეორე ტაიმში კი ვცადეთ დაცვაში კარგად თამაში, რაც გამოგვივიდა.

ტურნირზე ჩატარებული სხვა მატჩები:

კომენტარები

ბოლო ამბები