Thumbnail

'ბოდიში არ კმარა, მესი დაგვითმონ' | რომას პრეზიდენტი ბარსელონას არ პატიობს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რომას პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ მალკომის ჩაშლილ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა
  • კატალონიელებმა იტალიური კლუბის პრეზიდენტს ბოდიში უკვე მოუხადეს
  • რომა ნაწყენია, მაგრამ ბარსელონასთან ურთიერთობის გაწყვეტას მაინც არ აპირებს

რომას პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ განაცხადა, რომ მალკომის ტრანსფერთან დაკავშირებით, ბარსელონისგან იქამდე არ მიიღებს ბოდიშს, სანამ კატალონიელები ლიონელ მესის არ დაუთმობენ.

შეგახსენებთ, რომ ბორდოს 21 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი, შეთანხმების თანახმად, იტალიის დედაქალაქში 38 მილიონი ევროს სანაცვლოდ უნდა გადაბარგებულიყო. მალკომს უკვე რომის აეროპორტში ელოდნენ, ხელშეკრულების გაფორმებამდე კი სამედიცინო შემოწმების გავლაღა რჩებოდა. მაგრამ კატალონიელებმა ბოლო წამს შეძლეს ტრანსფერის ჩაშლა, ფრანგულ კლუბს 41 მილიონი ევრო შესთავაზეს და საბოლოოდ, ფეხბურთელი თავად გადაიბირეს. 

ბარსელონამ რომას ბრაზილიელი წაართვა! ბორდოს გოლეადორი ნოუ კამპზე

"ბარსელონა არაეთიკურად მოიქცა. 24 ივლისს დილით მონჩი ვიდეოზარით დაუკავშირდა მალკომის აგენტს და შეთანხმებაც შედგა. იურიდიული კონსულტაცია გავიარეთ და შესაძლოა, ბორდოს ამ საქმეზე ჩვენების მიცემაც მოუხდეს.

გუშინ ბარსელონამ ბოდიში მოგვიხადა, მაგრამ მე მას არ ვიღებ. მას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ, თუკი მესის დაგვითმობენ. 

რაც შეეხება იმას, გავწყვიტავთ თუ არა ამის გამო ურთიერთობას ბარსელონასთან, არა - ბარსელონა რომაზე დიდი კლუბია და მომავალშიც ვითანამშრომლებთ მასთან", - აქვეყნებს პალოტას სიტყვებს alfredopedulla.com.

კომენტარები

ბოლო ამბები