Thumbnail

სეზონში პირველად - ორი ქართველი ექსტრაკლასას სიმბოლურ ნაკრებში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გიორგი მერებაშვილი ექსტრაკლასას ოფიციალურმა საიტმა სეზონში მესამედ შეიყვანა სიმბოლურ ნაკრებში.
  • ლაშა დვალი სიმბოლურში ამ სეზონში პირველად მოხვდა.
  • ექსტრაკლასა ზამთრის შესვენებაზე გავიდა.

21-ე ტურით პოლონეთის ჩემპიონატში ზამთრის პაუზა გამოცხადდა, ექტრაკლასა 9-10 თებერვალს განახლდება. მანამდე კი ბოლო ტურის სიმბოლური ნაკრები დასახელდა. 

ამ სეზონში პირველად ჩემპიონატის ოფიციალურ გვერდზე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთდროულად ორი ქართველი მოხვდა. 

21-ე ტურის სიმბოლური ნაკრები

სხვათა შორის, რჩეულთა შორის არაა კორონას ფორვარდი ნიკა კაჭარავა, რომელმაც ამ ტურში პიასტის კარში გოლით გამოიჩინა.

სამაგიეროდ, დაუფასდა გიორგი მერებაშვილს, რომელმაც მართლაც ძალიან კარგად ითამაშა ლეგიასთან მატჩში, რომელიც პოლცკის ვისლამ სტუმრად 2:0 მოიგო. მერებაშვილმა იმ შეხვედრაში პენალტი გამოიმუშავა, რომლითაც გაიხსნა ანგარიში. გიორგი ოფიციალურმა საიტმა ამ სეზონში მესამედ შეიყვანა სიმბოლურ ნაკრებში.

გამოარჩიეს პოგონის მცველი ლაშა დვალიც. აუტსაიდერმა შინ არკას 1:0 მოუგო, ქართველი ცენტრალური მცველი ამ სეზონში პირველად მოხვდა ოფიციალური საიტის სიმბოლურ ნაკრებში. 

კომენტარები

ბოლო ამბები