Thumbnail

გაძევება სიმულაციისთვის - მერებაშვილის წითელი ბარათი და მარცხი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • პლოცკი 1:2 კორონა
  • მერებაშვილი გააძევეს, არველაძე მე-2 ტაიმში შემოვიდა

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-3 ტურში გიორგი მერებაშვილის პლოცკის ვისლა ვატო არველაძის კორონასთან 1:2 დამარცხდა. მე-4 წუთზე მერებაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო, 34-ე წუთზე კი იგი მეტოქის საჯარიმოში სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათით დაისაჯა და გუნდი 10 კაცის ამარა დარჩა. არველაძე მოედანზე 86-ე წუთზე გამოვიდა. მერებაშვილის გუნდს მხოლოდ 1 ქულა აქვს. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა წინა ტურში გოლი გაიტანა. 

დღესვე ლაშა დვალის პოგონი სტუმრად სოსნოვიეცთან დამარცხდა - 0:3. ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა. 

კომენტარები

ბოლო ამბები