Thumbnail
  • ჰოლანდიელმა ახალწვეული შეაქო
  • 'მაღალი ხმა აქვს და ბევრს ყვირის... რაც გვეხმარება!'

კვირას, მანუელ პელეგრინის ვესტ ჰემთან გამარჯვების შემდეგ, ლივერპულის სარეკორდო თანხად შეძენილმა მცველმა - ვირჯილ ვან დაიკმა, გუნდის ახალ კიპერზე - ალისონ ბეკერზე ისაუბრა.

"ძალიან კარგი მეკარეა, მაღალი ხმა აქვს და ბევრს ყვირის, ეს მცველებს გვეხმარება. გარდა ამისა, ფეხითაც კარგად თამაშობს. ამას, ასეთ შეთამაშებას, მთელი სეზონი ვამუშავებდით, მაგრამ დასახვეწი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს" ამბობს ჰოლანდიის ნაკრების მცველი.

27 წლის მცველი თამაშსაც გამოეხმაურა "თითქმის იდეალურად ვითამაშეთ, ალბათ უფრო მეტი უნდა გაგვეტანა. უკეთ შეგვიძლია და მახარებს, რომ ამას პირველრიგში ჩვენ, ფეხბურთელები ვხვდებით."

გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა, მერსისაიდელთა კიდევ ერთმა ჰოლანდიელმა - ჯორჯინიო ვაინალდუმმაც. "ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს გუნდს ჩემი გაშვება ვთხოვე. ხალხს ჰგონია, რომ რახან კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ, გუნდიდან ბევრი წავა..."

"ლივერპულში რაცარუნდა კარგი მოთამაშეები იყვნენ, გუნდი საუკეთესო ფეხბურთელებს მაინც იყიდის - ეს ნორმალური პროცესია. ამბობდნენ, რომ ფენერბახჩეში მინდოდა, რადგან იქ ფილიპ კოკუ მუშაობს, მე ხომ ორი წელი გავატარე მასთან - არ ვიცი საიდან ჩნდება ეს ინფორმაციები."

კომენტარები

ბოლო ამბები