Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონი რომში - ჯალოროსიმ ნ’ზონზი გადაიბირა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რომას მორიგი საინტერესო ტრანსფერი
  • ჯალოროსიმ სევილიადან ნ’ზონზი შეიძინა

იტალიურმა რომამ კიდევ ერთი საინტერესო ტრანსფერი განახორციელა: ჯალოროსიმ ესპანური სევილიადან ფრანგი საყრდენი ნახევარმცველი სტივენ ნ’ზონზი გადაიბირა და ამით რაჯა ნაინგოლანის წასვლით (ინტერში გადავიდა) შექმნილი სიცარიელე შეავსო.

29 წლის ნახევარმცველმა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებში 5 მატჩი ჩაატარა და მუნდიალის გამარჯვებულია, რომში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ჯალოროსისთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა.

იტალიური სპორტული პრესის ინფორმაციით, რომამ სევილიას უკვე გადაურიცხა 26,65 მილიონი ევრო, უახლოეს მომავალში კი ნ’ზონზის სატრანსფერო თანხა, სხვადასხვა ბონუსების სახით, შესაძლოა, 30,65 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.

გამოდის, რომ ამ ზაფხულს ნ’ზონზი რომას ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია, რადგან აქამდე ეს სტატუსი არგენტინელ ხავიერ პასტორეს ჰქონდა, რომელიც რომაელებმა პსჟ-დან 24,7 მილიონ ევროდ შეიძინეს. ამრიგად, რომამ ახალი სეზონის წინ ტრანსფერებში ჯამში 136,6 მილიონი დახარჯა, რითაც მხოლოდ იუვენტუსს, ლივერპულს და ჩელსის ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები