Thumbnail

საოცნებო ფინალი ცინცინატის მასტერსზე - ფედერერი V ჯოკოვიჩი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ცინცინატის მასტერსის ფინალში ფედერერი და ჯოკოვიჩი ითამაშებენ
  • 45 დუელიდან ნოვაკს 23 აქვს მოგებული, როჯერს კი - 22

დიდი სლემის ტურნირების რეკორდსმენი როჯერ ფედერერი ცინცინატის მასტერსის ფინალში მერვედ გავიდა. 37 წლის შვეიცარიელს ნახევარფინალში ბელგიელი დავიდ გოფენი (მე-11 ჩოგანი) მხრის ტრავმის გამო დანებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ როჯერი ფინალშია, სადაც თვით ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება.

ფედერერისა და ჯოკოვიჩის საოცნებო ფინალი დღეს შუაღამისას (00:00) დაიწყება - ეს იქნება როჯერის და ნოვაკის 46-ე დუელი. აღსანიშნავია, რომ 23 მატჩი ჯოკოვიჩს აქვს მოგებული, 22 კი - ფედერერს. სერბმა ნახევარფინალში ხორვატი მარინ ჩილიჩი 3 სეტში, 6:4, 3:6, 6:3 დაამარცხა. ამერიკის ღია პირველობის წინ (27 აგვისტო, 9 სექტემბერი) ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, დიდი სლემის ტურნირების 13-გზის გამარჯვებული პირველი ჩოგბურთელი გახდება, რომელსაც ყველა, ცხრავე მასტერსი ექნება მოგებული.

თუმცა ფედერერს ცინცინატის მასტერსის ფინალებში იდეალური სტატისტიკა აქვს - როჯერმა წინა შვიდივე ფინალი მოიგო! ჯოკოვიჩი კი 6,3-მილიონიანი ტურნირის ფინალში მეექვსედ გავიდა და აქამდე ყველა ფინალი წაგებული აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები