Thumbnail
  • რომამ სეზონი გამარჯვებით დაიწყო
  • სერია A-ში შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა ჯასტინ კლუივერტს

იუვენტუსის და ნაპოლის მსგავსად, სერია A-ს ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო რომამ. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა ტურინში ტორინო 89-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა. გამარჯვების გოლი ედინ ჯეკომ გაიტანა.

ტორინო 0:1 რომა

გოლი: 0:1 ჯეკო (89)

ტორინო: სირიგუ, იცო (79. ბრემერი), ნკოლუ, მორეტი, დე სილვესტრი (27. აინა), ბაზელი, რინკონი (86. სორიანო), მეიტე, ბერენგერი, იაგო, ბელოტი

რომა: ოლსენი, ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, კოლაროვი, პასტორე (76. შიკი), დე როსი, სტროტმანი, უნდერი (70. კლუივერტი), ელ შაარავი (60. კრისტანტე), ჯეკო

რომას მცველებმა ანდრეა ბელოტი შეაჩერეს

დი ფრანჩესკომ 4-3-3 ტაქტიკური მონახაზი აირჩია, შეტევის წინა ხაზზე კი ედინ ჯეკოსთან ერთად სტეფან ელ შაარავი და ჩინგიზ უნდერი გაამწესა. მხოლოდ მეორე ნახევარში გამოჩნდა მინდორზე რომას ახალწვეული, ჯასტინ კლუივერტი, რომელმაც ლომის წილი დაიდო დედაქალაქელთა გამარჯვებაში.

მატჩის 89-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც კლუივერტმა ბურთი ცენტრიდან მარჯვენა ფრთაზე წაიღო, იქიდან კი შესანიშნავად ჩააწოდა და ბურთი ედინ ჯეკოს ფეხზე დაასვა, ბოსნიელის დარტყმას კი ულამაზესი გოლი მოჰყვა, 0:1.

ტორინო 0:1 რომა

აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმის სტარტზე, ტორინოს ერთ-ერთი შეტევა იაგო ფალკეს ზუსტი დარტყმით დასრულდა, თუმცა მსაჯმა ეპიზოდი ვიდეო-რეფერის დახმარებით გადაამოწმა, თამაშგარე მდგომარეობა აღმოაჩინა და გოლი გააუქმა. მთლიანობაში, მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მოგება ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა იღბალმა რომას გაუღიმა.

გამოკითხვა

ვინ გახდება სერია A-ს ბომბარდირი?

  • კრიშტიანო რონალდო
  • მაურო იკარდი
  • ჩირო იმობილე
  • ედინ ჯეკო
  • დრის მერტენსი
  • ანდრეა ბელოტი
  • პაულო დიბალა
  • სხვა ფეხბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები