Thumbnail

Golden Masters! ჯოკოვიჩმა ფედერერი დაამარცხა და ჩოგბურთის ისტორია დაწერა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნოვაკ ჯოკოვიჩმა ცინცინატის მასტერსის ფინალში როჯერ ფედერერი დაამარცხა
  • სერბმა ამ ტრიუმფით ჩოგბურთის ისტორია დაწერა

ცინცინატის მასტერსის საოცნებო ფინალი ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიგო! 31 წლის სერბმა გადამწყვეტ მატჩში ჩოგბურთის შვეიცარიელი ლეგენდა, როჯერ ფედერერი ორ სეტში, 6:4, 6:4 დაამარცხა და პირველი ჩოგბურთელია, რომელსაც უკვე ყველა, ცხრავე ტოპ-მასტერსი მოგებული აქვს! 2009, 2012 და 2015 წლებში სერბს ცინცინატის ფინალები სწორედ ფედერერთან ჰქონდა წაგებული.

ჯოკოვიჩმა პროფესიულ კარიერაში თავისი 70-ე ტიტული მოიპოვა, ფედერერი კი 99-ე ტიტულს ჯერ კიდევ ელოდება და ამის შანსი აშშ-ის ღია პირველობაზე მიეცემა, რომელიც 27 აგვისტოს იწყება.

37 წლის ფედერერისთვის ეს პირველი ტურნირი გახლდათ უიმბლდონის შემდეგ, რომელსაც მეოთხედფინალში გამოეთიშა. გარდა ამისა, როჯერისთვის ეს ჯამში 150-ე ფინალი იყო. სერბსა და შვეიცარიელს შორის ეს 46-ე დუელი გახლდათ - ნოვაკს 24 აქვს მოგებული, როჯერს კი - 22.

კომენტარები

ბოლო ამბები