Thumbnail

რომადან კიდევ ერთი ლიდერი წავიდა - კევინ სტროტმანი საფრანგეთში ითამაშებს!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჰოლანდიელი ნახევარმცველი მარსელს შეუერთდა 
  • ფრანგებმა სტროტმანში €25 მილიონი გადაიხადეს

28 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა, შარშან რომას მაისურით 44 მატჩი ჩაატარა, გუნდმა სერია A მესამე ადგილზე დაასრულა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე რომაელები ნახევარფინალამდე მივიდნენ, სადაც ლივერპულთან დამარცხდნენ.

"მადლობას ვუხდით კევინს ჩვენთან გატარებული წლებისთვის და მომავალში მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ" წერია რომას განცხადებაში.

მარსელის ამჟამინდელი მწვრთნელი - რუდი გარსია ადრე რომაში მუშაობდა, სწორედ მის პერიოდში იყიდა კლუბმა სტროტმანი პსვ ეინდჰოვენიდან.

რომა წელს უკვე მესამე ძირითადი გუნდის მოთამაშეს ყიდის - ჯერ ბრაზილიელი კიპერი ალისონი ლივერპულს £66.8 მილიონად შეუერთდა, ხოლო შემდეგ რაჯა ნაინგოლანი ინტერში გადავიდა - £33 მილიონი.

კომენტარები

ბოლო ამბები