Thumbnail

მილანმა რომას ბოლო წუთზე მოუგო, როსონერის პირველი გამარჯვება ახალ სეზონში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მილანი 2:1 რომა
  • ჯენარო გატუზოს გუნდმა სეზონის პირველი მატჩი მოიგო
  • ოქროს ცვლილება - პატრიკ კუტრონეს გამარჯვების გოლი

სერია A-ს მე-3 ტურის შეხვედრაში მილანმა ''სან სიროზე'' რომას უმასპინძლა და მეტოქეს 2:1 მოუგო. ჯენარო გატუზოს გუნდი უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა. პირველ ნახევარში ოლსენს ოთხჯერ მოუწია თამაშში ჩართვა. სახიფათო იყო სუსოს დარტყმა, რომელიც შვედმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. ანგარიში კი მე-40 წუთზე გაიხსნა, რიკარდო როდრიგესის ჩაწოდების შემდეგ ცენტრალურმა მცველებმა შეცდომა დაუშვეს - ფრან კესიემ ბურთი ცარიელ კარში გაიტანა და მილანი დააწინაურა.

ასე აღნიშნა კესიემ გატანილი გოლი.
ფრანკ კესიე და ჰაკან ჩალჰანოღლუ.

რომამ მეორე ნახევარში რამდენიმე მომენტი შექმნა, ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის დროს მილანის საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რითიც ფასიომ ისარგებლა და 59-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

მილანმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, მაგრამ მეორე გოლი გაუშვა. კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ნზონიმ ჯერ მარცხენა ხელით გააჩერა, მარჯვენათი გაისწორა და ისე გაიტანა. საქმეში ვიდეო რეფერი ჩაერთო, რომელმაც ფრანგი ფეხბურთელის გოლი გააუქმა.

84-ე წუთზე ჯენარო გატუზომ ჯაკომო ბონავენტურა მოედნიდან გაიყვანა და მის ნაცვლად მინდორზე პატრიკ კუტრონე შეუშვა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, გონსალო იგუაინის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ, გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა და მილანს ახალ სეზონში პირველი სამი ქულა მოუტანა.

კუტრონეს ამ დარტყმამ მილანს პირველი სამი ქულა მოუტანა.

► რომას პარასკევს გამართული ბოლო ექვსი მატჩიდან ყველა მოგებული ჰქონდა. მათ შორის მილანთან 2014 წელს.

► ფრან კესიეს სერია A-ში 12 გოლი აქვს გატანილი, აქედან ხუთი აგვისტოში.

► პატრიკ კუტრონემ რომას მეორედ გაუტანა გოლი. მან წინა სეზონში ოლიმპიკოზეც მოახერხა ჯალოროსოს დამწუხრება.

მილანი 2:1 რომა

გოლები: 1:0 კესიე (40), 1:1 ფასიო (59), 2:1 კუტრონე (90+5)

 

მილანი (4-3-3): დონარუმა - კალაბრია, რომანიოლი, მუსაჩო, როდრიგესი - ბილია, კესიე, ბონავენტურა - ჩალჰანოღლუ, სუსო, იგუაინი

რომა (3-4-3): ოლსენი - მარკანო, მანოლასი, ფასიო - კარსდორპი, ნზონზი, კოლაროვი, დე როსი - პატორე, შიკი ჯეკო

იხილეთ მატჩის მიმოხილვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები