Thumbnail
  • მადრიდის რეალმა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო
  • რუსულმა ცსკა-მ ჩეხეთში 0:2-ის მერეც არ წააგო

ჩემპიონთა ლიგის გათამაშება G ჯგუფშიც დაიწყო, რომლის ფავორიტიც ლიგის ბოლო 3 გათამაშების გამარჯვებული მადრიდის რეალია, რომელიც რომას მასპინძლობდა. მეორე მატჩი ნაკლებად "ვარსკვლავური" იყო - ჩეხური პლზენი მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ.

"სამეფო კლუბმა" დამაჯერებელი თამაშით დაიწყო ტიტულის დაცვა, რომას ისე მოუგო კითხვები არ დარჩენილა - 3:0. 

ანგარიში ისკომ საჯარიმო დარტყმით გახსნა

აღარ არის რონალდომ, მაგრამ შეტევაში გარეთ ბეილი დაფრინავს, ბრწყინვალეა მარკო ასენსიო, რომელმაც ერთ-ერთ ეპიზოდში კინაღამ ულამაზესი გოლი გაიტანა, რომ არა მეკარე ოლსენის თავგანწირული თამაში. 

ტაიმის მიწურულს ისკომ საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმში კი გარეთ ბეილმა ლუკა მოდრიჩის პასი გამოიყენა და 58-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. 92-ე წუთზე მარიანო დიასმა ულამაზესი გოლით წერტილი დაუსვა. 

მიუხედავად იმისა, რომ რეალი ძალიან კარგი იყო, არც რომას უთამაშია ურიგოდ, კეილორ ნავასმა ერთი-ორჯერ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. 

ბერნაბეუზე მანოლასს ბარსას გაგდება დაუფასეს

რეალი 3:0 რომა

გოლები: 1:0 ისკო (45), 2:0 ბეილი (58), 3:0 მარიანო დიასი (92)

რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, სერხიო რამოსი, ვარანი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი (85. სებალიოსი) - ბეილი (73. მარიანო დიასი), ბენზემა (62. ასენსიო), ისკო 

რომა (4-3-3): ოლსენი - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - ძანიოლო (54. პელეგრინი), დე როსი, ნ'ზონზი (69. შიკი) - იუნდერი, ჯეკო, ელ შაარავი (62. პეროტი)

საინტერესო ფაქტები

►მარიანო დიასმა კარში 9 დარტყმით 6 გოლი გაიტანა რეალის მაისურით, ლიგაზე მან გოლი პირველივე ცდით გაიტანა.

►გარეთ ბეილს ლუკა მოდრიჩმა კარიერაში მე-12 საგოლა პასი გადააწოდა. ბეილს ასეთი ასისტენტი არც კლუბში და არც ნაკრებში არ ჰყოლია.

► 2018 წელს რეალის მაისურით ისკომ 4 საჯარიმოდან 2 გაიტანა, მაშინ როცა კრიშტიანო რონალდოს 9-დან 0 გოლი აქვს, გარეთ ბეილს 6-დან 0, ხოლო მარკო ასენსიოს 5-დან 0. 

► ისკომ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა საჯარიმო დარტყმით.

რუსული შემოტრიალება ჩეხეთში

მიხაელ კრმენჩიკის გოლით ჩეხური კლუბი 2:0-ს უგებდა ცსკა-ს, მაგრამ მეორე ტაიმში რუსებმა თამაში შემოატრიალეს, ჯერ ჩალოვმა ერთი გოლი გაქვითა. ბოლოს კი 95-ე წუთზე მასპინძელთა კარში დანიშნული საკმაოდ საეჭვო პენალტი ნიკოლა ვლაშიჩმა გოლად აქცია - 2:2.

მიხაელ კრმენჩიკის დუბლი მოსაგებად პლზენს არ ეყო

პლზენი 2:2 ცსკა 

გოლები: 1:0 კრმენჩიკი (29), 2:0 კრმენჩიკი (41), 2:1 ჩალოვი (49), 2:2 ვლაშიჩი (95-პენ)

პლზენი (4-2-3-1): კოზაჩიკი - რეზნიკი, პერნიცა, ჰუბნიკი, ლიმბერსკი - ჰორავა (89. ჰეიდა), ჰროსოვსკი - კოპიჩი, კოლარი (64. ჩერმაკი), კოვარიკი - კრმენჩიკი (74. რეჟნიჩეკი)

ცსკა (3-1-4-2): აკინფეევი - ბეკაუ, ჩერნოვი, ნაბაბკინი - ფერნანდეში, ვლაშიჩი, ძაგოევი (74. ჟამალეტდინოვი), ეფრემოვი (46. ახმეტოვი) - ბიოლი, ჩალოვი (81. სიგურდსონი)

საინტერესო ფაქტები

► არნორ სიგურდსონი (ცსკა) გახდა ყველაზე ახალგაზრდა ისლანდიელი, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა.

► ევერტონიდან განათხოვრებულმა ნიკოლა ვლაშიჩმა (ცსკა) ლიგაზე სადებიუტო მატჩში გოლი და საგოლე პასი მიითვალა. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები