Thumbnail
  • 19 წლის ფორვარდმა რომას მაისურით სადებიუტო გოლი პლზენთან გაიტანა
  • ჯასტინი და აბდელჰაკ ნური აიაქსში თანაგუნდელები და მეგობრები იყვნენ
  • ახალგაზრდა ფეხბურთელი წელიწადია საწოლსაა მიჯაჭვული
  • კლუივერტმა ერთბაშად ორი რეკორდი დაამყარა

რომას 19 წლის თავდამსხმელმა ჯასტინ კლუივერტმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, პლზენთან საშინაო მატჩში (5:0) გოლი 73-ე წუთზე გაიტანა. ლეგენდარული პატრიკ კლუივერტის ვაჟისთვის რომის ოლიმპიურ სტადიონზე გატანილი გოლი კლუბში სადებიუტოა. 

ჯასტინს გოლის აღნიშვნის დროს ხელში აბდელჰაკ ნურის სახელობითი, 34-ნომრიანი მაისური ეჭირა.

ნური და ჯასტინი აიაქსში ერთად გამოდიოდნენ და მეგობრობდნენ. აბდელჰაკს შარშან ზაფხულში, თამაშის დროს გულის შეტევა დაემართა, გონება დაკარგა და ბოლო დრომდე საწოლსაა მიჯაჭვული.

ჯასტინ კლუივერტმა, რომელიც რომაში ამ ზაფხულს აიაქსიდან გადავიდა, ახალ კლუბში 34-ნომრიანი მაისურის არჩევით მხარდაჭერა სწორედ ნურის გამოუცხადა.

ჯასტინ კლუივერტი და აბდელჰაკ ნური აიაქსში თანაგუნდელები იყვნენ

ჩეხებისთვის გოლის გატანით ჯასტინ კლუივერტმა ერთბაშად ორი რეკორდი დაამყარა - რომას ისტორიაში ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ახალი ფორმატის ჩემპიონთა ლიგაში (1992/93 წლების სეზონიდან მოყოლებული) გატანა შეძლო.

ამას გარდა, თავდამსხმელი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა ნიდერლანდებიდან, ვინც ამ ტურნირში უცხოური კლუბის მაისურით გაიტანა. პლზენთან შეხვედრაში კლუივერტის ზუსტი ასაკი 19 წელი და 150 დღე იყო. 

კომენტარები

ბოლო ამბები