Thumbnail
  • ბაიერნის ხელმძღვანელებმა არიენ რობენის შემცვლელის ძებნა დაიწყეს
  • მიუნხენელები მზად არიან, რომას ჯენგიზ იუნდერის სანაცვლოდ 60 მილიონი შესთავაზონ

მიუნხენის ბაიერნი კრიზისშია და სანამ მწვრთნელის საკითხი სერიოზულად დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ლოგიკურია, რომ ბავარიული გრანდის ხელმძღვანელები უკვე ფიქრობენ გუნდის გაძლიერებაზე. იტალიური მედიის ინფორმაციით, რეკორდმაისტერმა რომას თურქ შემტევ ნახევარმცველს, ჯენგის იუნდერს დაადგა თვალი.

“კალჩომერკატო” წერს, რომ ბაიერნის ხელმძღვანელები მზად არიან, რომაულ კლუბს ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაუხადონ და თუ “ჯალოროსი” თანახმა იქნება, ტრანსფერის განხორციელებაზე ზამთარშივე ფიქრობენ. 21 წლის ჯენგიზ იუნდერი ცაციაა და უმეტესად მარჯვენა ფლანგიდან უტევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაიერნში ის ჰოლანდიელი არიენ რობენის შემცვლელად მოიაზრება.

იუნდერი რომაში 2017 წლის ზაფხულში, ბასაქშეჰირიდან გადავიდა და იტალიურ კლუბს ეს ტრანსფერი მაშინ 13,4 მილიონი ევრო დაუჯდა. მას შემდეგ თურქმა ფეხბურთელმა უდიდესი პროგრესი განიცადა, ჩემპიონთა ლიგის ახლახან გამართულ მატჩში კი, პლზენთან 1 გოლითა და 2 საგოლე პასით გამოირჩა. ცნობილია, რომ მის შეძენაზე ლონდონის არსენალსა და დორტმუნდის ბორუსიაშიც ფიქრობენ.

შეგახსენებთ, რომ რობენისა და ფრანკ რიბერის გარდა, ბაიერნს ორი იმედისმომცემი გარემარბი ჰყავს - კინგსლი კომანი და სერჟ გნაბრი.

გამოკითხვა

ვინ გახდება ბუნდესლიგის ბომბარდირი?

  • რობერტ ლევანდოვსკი
  • მარკო როისი
  • ტიმო ვერნერი
  • კევინ ფოლანდი
  • მარიო გომესი
  • ანდრეი კრამარიჩი
  • სანდრო ვაგნერი
  • სხვა ფორვარდი

კომენტარები

ბოლო ამბები