Thumbnail
  • როჯერ ფედერერი შანხაის მასტერსის ნახევარფინალში დამარცხდა
  • შვეიცარიელმა ბორნა ჩორიჩთან ორ სეტში წააგო
  • 21 წლის ხორვატი ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება

ჩოგბურთის მაესტრო როჯერ ფედერერი შანხაის ATP-მასტერსს, ყველასათვის მოულოდნელად, ნახევარფინალში გამოეთიშა. ტურნირის ფავორიტი შვეიცარიელი ახალგაზრდა ხორვატ ჩოგბურთელთან, ბორნა ჩორიჩთან ორ სეტში, 4:6, 4:6 დამარცხდა.

21 წლის ჩორიჩი მსოფლიოს მე-19 ჩოგანია. აღსანიშნავია, რომ მან ჩოგბურთის ლეგენდა ზედიზედ მეორედ დაამარცხა და მასტერსის ფინალში კარიერაში პირველად გავიდა. მანამდე, ჩორიჩმა დიდი სლემის ტურნირების 14 გზის გამარჯვებულ ფედერერს ზაფხულში, ჰალეს ფინალში მოუგო.

შანხაის მასტერსის ფინალი კვირას გაიმართება - გადამწყვეტ შეხვედრაში ჩორიჩი სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება. უიმბლდონისა და აშშ-ის ღია პირველობების გამარჯვებულმა ნახევარფინალში ალექსანდერ ზვერვს ასევე ორ სეტში, 6:2, 6:1 მოუგო. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ორშაბათს ჯოკოვიჩი რეიტინგში ფედერერს გადაასწრებს და მეორე ადგილზე გადაინაცვლებს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალია.

კომენტარები

ბოლო ამბები