Thumbnail
  • ბაიერნი ზამთარში ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
  • გერმანული და იტალიური მედიის ცნობით, რომასთან გარიგება რეალურია
  • რეკორდმაისტერს ჯენგიზ იუნდერი რობენის შემცვლელად სჭირდება

ცხადია, რომ არიენ რობენი და ფრანკ რიბერი მიუნხენის ბაიერნში უკანასკნელ სეზონს ატარებენ. შესაბამისად, ბავარიულმა გრანდმა მათ შემცველელებზე ფიქრი უკვე დაიწყო.

ჯენგიზ უნდერი ბაიერნში რობენის შემცვლელად მიაჩნიათ

ჰოლანდიელის პოზიციაზე, ბაიერნში გადასვლის ერთ-ერთი კანდიდატი რომას თურქი შემტევი ჯენგიზ უნდერია. 21 წლის გარემარბმა უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია.

“ბაიერნი ჯენგიზს ძალიან სერიოზულად აკვირდება,” - განაცხადა თურქეთის მეორე ლიგის გუნდის, ალთინორდუს პრეზიდენტმა სეით მეჰმეთ იოზქანმა იტალიურ “გაძეტა დელო სპორტთან” ინტერვიუში. ჯენგიზი 2016 წლამდე სწორედ ამ კლუბში თამაშობდა, რის შემდეგაც ჯერ ბაშაქშეჰირში გადავიდა, მერე კი, ზუსტად ერთ წელიწადში, რომაში აღმოჩნდა.

ჯენგიზ უნდერმა რომაში 40 მატჩი ჩაატარა და 16 გოლში მიიღო მონაწილეობა. ჯალოროსისთან კონტრაქტი მას 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, რომა თურქი ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონ ევროს მოითხოვს.

კომენტარები

ბოლო ამბები