Thumbnail
  • იუვენტუსი 1:1 ჯენოა
  • ტურინელთა 10-მატჩიანი სერია ჩემპიონატში გენუელებმა შეწყვიტეს

იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში იუვენტუსმა ტურინში ვერ შეძლო ჯენოას დამარცხება - 1:1. ეს პირველი შემთხვევაა ამ სეზონში, როცა ჩემპიონმა ქულები დაკარგა. 

მე-18 წუთზე ჟოაო კანსელოს დარტყმულზე ჯენოას მეკარემ და მცველებმა უხეიროდ ითამაშეს და სიტუაციაში პირველი კრიშტიანო რონალდო გაერკვა. პორტუგალიელმა მე-5 გოლი გაიტანა სერია A-ში. 

67-ე წუთზე ჯენოამ გაათანაბრა - ფლანგიდან კრისტიან კუამემ ჩააწოდა და დანიელ ბესამ ახლო მანძილიდან თავით გაუტანა ვოიცეხ შჩესნის. 

იუვენტუსმა ასეზონში პირველი ქულები დაკარგა

აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო არ უთამაშია სამი ხედირას, ხოლო ბარძალი, კიელინი, დე შილიო და ჯანი სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ.

მასიმილიანო ალეგრი: "სკუდეტოს ასეთ მატჩებში იგებენ, ან აგებენ"

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსის მწვრთნელი): "ეს არ უნდა მომხდარიყო, რადგან სკუდეტოს ასეთ თამაშებში იგებენ ან აგებენ. მეორე ტაიმში ჩვენი ფიქრები მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩს უკავშირდებოდა და ამიტომაც ჩამოგვეძინა". 

საინტერესო ფაქტები

► იუვენტუსს აქამდე სეზონში 10-დან 10 მატჩი ჰქონდა მოგებული (8 ჩემპიონატში, 2 ჩემპიონთა ლიგაზე).

► კრიშტიანო რონალდო გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ევროპის ტოპ-5 ლიგებში 400 გოლი გაიტანა. 

► მირალემ პიანიჩმა მატჩში ყველაზე მეტი საგოლე შანსი შექმნა - 6.

► იუვენტუსის წაფორხილების შემდეგ მხოლოდ პსჟ რჩება ევროპის ტოპ-5 ლიგებში უდანაკარგოდ. 

იუვენტუსი 1:1 ჯენოა

გოლები: 1:0 რონალდო (18), 1:1 ბესა (67)

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, ბენატია, ალექს სანდრო - პიანიჩი, ბენტანკური, მატუიდი (71. დიბალა) - კუადრადო (59. დუგლას კოშტა), მანჯუკიჩი (81. ბერნარდესკი), რონალდო

რომა 0:2 სპალ

გოლები: 0:1 პეტანია (38), 0:2 ბონიფაცი (56)

გაძევება: მილინკოვიჩ-სავიჩი (75. სპალ)

კომენტარები

ბოლო ამბები