Thumbnail

ვინ შეცვლის დი ფრანჩესკოს? - კონტე სტადიო ოლიმპიკოზე შენიშნეს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ანტონიო კონტე რომა-რეალის მატჩს დაესწრო
  • იუვენტუსის და ჩელსის ექს-მწვრთნელი დი ფრანჩესკოს შემცვლელად მოიაზრება

მიუხედავად იმისა, რომ რომა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გავიდა, მიმდინარე სეზონში გუნდის ასპარეზობა უარყოფითად ფასდება. სერია A-ს დაწყებიდან 13 ტურია გასული, ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდს კი 19 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა სატურნირო ცხრილში. შესაბამისად, სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ უახლოეს მომავალში დი ფრანჩესკო შესაძლოა გაათავისუფლონ დაკავებული პოსტიდან.

ვინ შეიძლება იყოს რომას ახალი მთავარი მწვრთნელი? - ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი ანტონიო კონტეა, რომელიც ჯერ ისევ უმუშევარია და საინტერესო წინადადებას ელოდება. იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომაული კლუბის მესვეურებს უკვე ჰქონდათ კონტაქტი იუვენტუსის და ჩელსის ექს-მწვრთნელთან. ეჭვები იმანაც გააღრმავა, რომ ანტონიო კონტე რომა-რეალის ჩემპიონთა ლიგის პაექრობას დაესწრო. მატჩის შემდეგ, კონტემ ამ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ დი ფრანჩესკოს სახით, რომას მაღალი დონის მწვრთნელი ჰყავს. თუმცა, ეს კომენტარი არაფერს გამორიცხავს, იტალიელი ჟურნალისტები კი ირწმუნებიან, რომ რომას მესვეურები კონტესთან მოლაპარაკების საწყის სტადიაზე არიან.

ანტონიო კონტე სტადიო ოლიმპიკოზე

 

კომენტარები

ბოლო ამბები