Thumbnail
  • რეალი 0:3 ცსკა
  • ცსკა-ს გმირობა არ დაუფასდა

ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფში მადრიდის რეალმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამანადგურებელი ანგარიშით წააგო მოსკოვის ცსკა-სთან - 0:3. მიუხედავად ამისა, გუნდმა ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა.

სანტი სოლარიმ შეუძლებელი "მოახერხა" - "სამეფო კლუბმა" ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო ევროთასებზე შინ. 

0:1 ჩალოვი (37)

ჩალოვის გოლი მადრიდის რეალის კარში - 1:0

ჩალოვის გოლი მადრიდის რეალის კარში - 1:0

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 12 დეკემბერი, 2018

37-ე წუთზე რუსებმა ანგარიში გახსნეს - ისლანდიელი სიგურდსონის პასით ფედორ ჩოლოვმა ანგარიში გახსნა.

0:2 შენნიკოვი (43)

შჩენნიკოვის გოლი მადრიდის რეალის კარში - 2:0

შჩენნიკოვის გოლი მადრიდის რეალის კარში - 2:0

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 12 დეკემბერი, 2018

43-ე წუთზე გეორგი შენნიკოვმა გამოვარდნილ ბურთზე იყოჩაღა.

0:3 სიგურდსონი (73)

სიგურდსონის გოლი რეალის კარში - 3:0

სიგურდსონის გოლი რეალის კარში - 3:0

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 12 დეკემბერი, 2018

73-ე წუთზე ნიკოლა ვლაშიჩმა არნორ სიგურდსონს გაატანინა, მეკარე უშანსოდ იყო.

მადრიდში დიდი ანგარიშით გამარჯვების მიუხედავად, ცსკა ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა, რადგან პლზენმა რომას 2:1 მოუგო და ევროპალიგის პლეი ოფში ითამაშებს. 

რეალი 0:3 ცსკა

გოლები: 0:1 ჩალოვი (37), 0:2 შენნიკოვი (43), 0:3 სიგურდსონი (73)

რეალი (4-3-3): კურტუა - ოდრიოზოლა, ვალიეხო, ხ. სანჩესი, მარსელო (74. კარვახალი) - ისკო, მ. ლორენტე (58. კროოსი), ვალვერდე - ასენსიო, ბენზემა (46. ბეილი), ვინისიუს ჟუნიორი

პლზენი 2:1 რომა

გოლები: 1:0 კოვარჟიკი (62), 1:1 იუნდერი (68), 2:1 ხორი (72)

გაძევება: ლუკა პელეგრინი (92. რომა)

D ჯგუფი

1. რეალი - 12

2. რომა - 9

3. პლზენი - 7

4. ცსკა - 7

კომენტარები

ბოლო ამბები