Thumbnail

ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე - ნაკრები თებერვალში ამერიკელების გარეშე რჩება?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • თად მაკფადენმა ტრავმა ბონთან თამაშში მიიღო
  • გაწყვეტილია თუ არა კუნთი, მალე დადგინდება

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების წევრი თად მაკფადენის ტენერიფემ სტუმრად ბონს ოვერტაიმში მოუგო - 99:92. სამწუხაროდ, ამ შეხვედრაში დაიმტრვა ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი მცველი - მაკფადენმა მხოლოდ 03:38 წუთი ითამაშა და ამ ხნის განმავლობაში ვერაფერი მოასწრო. მაკფადენმა ოთხთავა კუნთი დაიშავა.

კანარის კუნძულებზე დაბრუნებულ მაკფადენს სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებენ. შაბათს გუნდს თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონიასთან ელის თამაში, რომელსაც მაკფადენი აუცილებლად გამოტოვებს.

ესტონეთთან მატჩში მაკფადენმა 19 ქულა და 5 ჩაჭრა მიითვალა

თუ ექიმების შიში გამართლდა და კუნთის გაწყვეტა დადგინდა, მაშინ მაკფადენს თვეზე მეტი დასჭირდება სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად. 

რის გამოც შესაძლოა, საეჭვოც კი გახდეს მისი თამაში მსოფლიოს ჩემპიონატის დარჩენილ ორ შესარჩევ თამაშში - 21 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს ესტუმრება, ხოლო 24-ში ესტონეთს უმასპინძლებს. ჩვენს გუნდს ჯერ კიდევ აქვს შენარჩუნებული მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსი. 

21-22 თებერვალს ევროლიგის რეგულარული სეზონის 23-ე ტურის მატჩებია. ასე რომ, მაკფადენის ტრავმის შემთხვევაში, მეტ ჯენინგის ნაკრებში გამოშვების შანსები მინიმალურია. 

თად მაკფადენი ACB ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა - ის საშუალოდ 17.7 ქულას, 3.2 მოხსნასა და 3.2 პასს აკეთებს.

ტენერიფეს იბეროსტარის განცხადება

კომენტარები

ბოლო ამბები