Thumbnail

მერებაშვილის მორიგი გოლი და პლოცკის ვისლას მარცხი

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გიორგი მერებაშვილმა ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა
  • ქართველი ფეხბურთელის მე-16 გოლი პოლონურ კარიერაში

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-19 ტურში გიორგი მერებაშვილის პლოცკის ვისლამ საკუთარ მოედანზე კრაკოვის ვილას უმასპინძლა და 2:1 დამარცხდა. პლოცკელთა მხრიდან ერთადერთი გოლი გიორგი მერბაშვილმა გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა ზედიზედ მეორე მატჩში გამოიჩინა თავი, მან წინა ტურში კორონას დუბლი შეუსრულა.

პლოკცის ვისლას 19 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა. 32 წლის მერებაშვილმა ამ სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა. ქართველ ლეგიონერს პოლონეთის უმაღლეს ლიგაში სულ 16 გოლი აქვს გატანილი.

მორიგი გოლი პოლონეთში⚽️🙏🏻 Giorgi Merebashvili

Posted by Giorgi Merebashvili on პარასკევი, 14 დეკემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები