Thumbnail

ლოპეტეგი იტალიაში? რეალის ყოფილი თავკაცი შესაძლოა სამუშაოს დაუბრუნდეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რეალისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილ თავკაცს შესაძლოა რომა ჩააბარონ
  • იტალიურ კლუბში ეუსებიო დი ფრანჩესკოს მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა

მადრიდის რეალისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს ხულიენ ლოპეტეგის შესაძლოა რომა ჩააბარონ, თუკი კლუბის ხელმძღვანელობა ეუსებიო დი ფრანჩესკოს გათავისუფლების გადაწყვეტილებას ბოლოს და ბოლოს მიიღებს.

რომას მთავარი წვრთნელის პოსტიდან დი ფრანჩესკოს შესაძლო გათავისუფლების შესახებ საუბარი კარგა ხანია დაწყებულია. "ჯალოროსის" ხელმძღვანელობის შორტ-ლისტში კი, ესპანელი სპეციალისტის გარდა, შეყვანილია ფიორენტინას ყოფილი თავკაცი პაულუ სოუზა, მონაკოს ყოფილი მწვრთნელი ლეონარდუ ჟარდიმი და ლორან ბლანი, რომელიც უწინ პსჟ-ს წვრთნიდა. ამის შესახებ Sport იუწყება.

52 წლის ხულიენ ლოპეტეგიმ რეალთან კონტრაქტი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გააფორმა, რის გამოც ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ზედ ტურნირის დაწყების წინ დაატოვებინეს. ლოპეტეგიმ მადრიდში ნახევარი წელიწადიც არ დაჰყო. ოქტომბერში, ბარსელონასთან ანგარიშით 1:5 განადგურების შემდეგ, სპეციალისტს თანამდებობა დაატოვებინეს.

ეუსებიო დი ფრანჩესკო გუნდი სერია A-ში ჩატარებული 16 მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილში 24 ქულით მე-7 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები