Thumbnail

ფიორე ნახევარფინალშია! ფლორენციელებმა რომას 7 გოლი გაუტანეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ფიორენტინა 7:1 რომა
  • ფედერიკო კიეზას ჰეთ-თრიკი, ჯოვანი სიმეონეს დუბლი - რომა განადგურდა 

იტალიის თასზე მეორე ნახევარფინალისტის ვინაობაც ცნობილია. მილანის შემდეგ, ნახევარფინალის საგზური ფიორენტინამ მოიპოვა, რომელმაც რომას 'არტემიო ფრანკიზე' 7 გოლი გაუტანა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 3:1 მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში მეტოქეს კიდევ 4-ჯერ გაუტანეს.

ფლორენციელთა შემტევმა ფედერიკო კიეზამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ჯოვანი სიმეონე დუბლით გამოირჩა, ხოლო თითო გოლი მურიელისა და ბენასის ანგარიშზეა. რომას მხრიდან ერთადერთი გოლი ალექსანდრ კოლაროვმა გაიტანა. სტეფანი პიოლის გუნდმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. რომას კი ძველი ტრავმა გაახსენდა, როდესაც 'ოლდ ტრაფორდზე' მანჩესტერთან ანგარიშით 1:7 წააგო.

ფიორენტინა 7:1 რომა

გოლები: 1:0 კიეზა (7), 2:0 კიეზა (18), 2:1 კოლაროვი (21), 3:1 მურიელი (33), 4:1 ბენასი (66), 5:1 კიეზა (74), 6:1 სიმეონე (79), 7:1 სიმეონე (89).

ედინ ჯეკო - წითელი ბარათი (72).

მატჩის მიმოხილვა 📺

კომენტარები

ბოლო ამბები