Thumbnail

პიონტეკმა სერია A-შიც გაიტანა! მილანმა რომასთან ფრედ ითამაშა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რომა 1:1 მილანი
  • 0:1 პიონტეკი (26), 1:1 ძანიოლო (46)

იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში მილანმა რომასთან სტუმრად 1:1 ითამაშა. 'ოლიმპიკოზე' გამართულ მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. კშიშტოფ პიონტეკმა მილანის მაისურით უკვე სერია A-შიც მოახერხა გოლის გატანა. პოლონელმა შემტევმა კიდევ ერთი ახალწვეულის ლუკაშ პაკეტას გადაცემით ისარგებლა და მილანი 26-ე წუთზე დააწინაურა. მიუხედავად უამრავი მცდელობისა, რომამ პირველ ტაიმში მაინც ვერ გაიტანა, ჯანლუიჯი დონარუმამ 6 ბურთი მოიგერია.

რომამ მეორე ტაიმის პირველივე წუთზე გაათანაბრა. ნიკოლა ძანიოლომ მილანის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

შეხვედრაც ასე დასრულდა და გუნდებმა თითო ქულა დაიმსახურეს. მილანი სერია A-ს ოთხეულში დარჩა, 'როსონერის' 36 ქულა აქვს და რომას ერთი ქულით უსწრებს. მილანი მომდევნო ტურში კალიარის უმასპინძლებს, რომა კი კიევოს ესტუმრება.

კომენტარები

ბოლო ამბები